აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომელიც რესპუბლიკური პარტიის მოსალოდნელი საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოუწევს აჩვენოს, რომ მას ნადმვილად აქვს 454 მილიონი დოლარი ნაღდი ფულის ან ობლიგაციების სახით, იმისთვის რომ დაამტკიცოს, რომ არ გაუზრდია თაღლითურად საკუთარი ქონების ღირებულება, რათა უკეთესი პირობები მიეღო ბიზნეს ტრანზაქციებზე.
თუ ის ვერ წარადგენს ამ ქონების დამამატკიცებელ დოკუმენტაციას, ნიუ-იორკის შტატის გენერალურმა პროკურორმა ლეტიშა ჯეიმსმა, შესაძლოა დაიწყოს ტრამპის ზოგიერთი ცნობილი ცათამბჯენის დაყადაღების ხანგრძლივი პროცესი ნიუ-იორკში, ან სხვა ქონების დაყადაღება, როგორიცაა მისი პირადი თვითმფრინავი.
ტრამპის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ობლიგაციების უზრუნველყოფა “პრაქტიკულად შეუძლებელია”. მათ თქვეს, რომ 30-მა კომპანიამ უარყო ტრამპის მოთხოვნა ფულადი აქტივების ობლიგაციებით უზრუნველყოფაზე, რაც მას საქმის გასასაჩივრებად ესაჭიროება.
გასულ კვირას თავის სოციალური მედიის, “Truth Social” პლატფორმაზე გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპმა თქვა, რომ მას აქვს თითქმის 500 მილიონი დოლარის ნაღდი ფული, რომელის გამოყენებასაც საარჩევნო კამპანიისთვის გეგმავს და პროკურორს „სურს მას ეს ფული ჩამოართვას”.
გასული წლის ბოლოს მრავალკვირიანი სამოქალაქო სასამართლო პროცესის განმავლობაში, ტრამპი აკრიტიკებდა ჯეიმსს მის წინააღმდეგ საქმის აღძვრის გამო და ამბობდა, რომ მისი ქონება უფრო მეტადაა შეფასებული, ვიდრე ფინანსური ფორმები აჩვენებს. ჯეიმსის შეფასებით კი, ქონება ზედმეტადაა შეფასებული.
25 მარტს, ნიუ-იორკში, კიდევ ერთ სასამართლო საქმეზე მოსამართლემ შესაძლოა სასამართლოს თარიღი ჩანიშნოს, მომავალ თვეში, ოთხი საქმედან ერთზე. ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ საქმეები 91 ბრალდებას მოიცავს.
ამ შემთხვევაში, აშშ-ის ყოფილ ლიდერს ბრალად ედება პორნოვარსკვლავისთვის 130,000 დოლარის გადახდა დუმილის სანაცვლოდ 2016 წლის საარჩევნო კამპანიის წინ, რათა მას არ ესაუბრა საჯაროდ ტრამპთან 10 წლის წინანდელ კავშირზე.
ტრამპი ამას უარყოფს, ისევე როგორც ყველა სხვა სისხლის სამართლის ბრალდებას და მათ პოლიტიკად მოტივირებულად ადასებს.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/40b00de0-e000-4afa-8740-5e59221c77a2_w1200_r1-jie2ny-300x169.jpeg)