ტრამპს პუტინთან შეხვედრის საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფაქტობრივად დაადასტურა მედიით გავრცელებული ცნობები, რომ ს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას უახლოეს ხანში არ აპირებს.
პრეზიდენტმა ტრამპმა 21 ოქტომბერს თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დროის ფუჭად დაკარგვა არ სურს და გადაწყვეტილებას მომდევნო ორ დღეში აცნობებენ.
პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, რომელიც 16 ოქტომბერს გაიმართა, ტრამპმა გამოაცხადა, რომ უახლოეს ორ კვირაში დაგეგმილია მისი და პუტინის შეხვედრა ბუდაპეშტში.
21 ოქტომბერს არაერთმა მედიასაშუალებამ, მათ შორის Reuters-მა, AFP-მა, CNN-მა, CBS News-მა და NBC News-მა თეთრ სახლში წყაროზე დაყრდნობით დაწერეს, რომ უახლოეს ხანში ტრამპი პუტინთან შეხვედრას არ გეგმავს და სამიტისთვის მზადება შეჩერებულია.
21 ოქტომბერს, ღამით ს სახელმწიფო სააგენტო „ტასმაც“ დაწერა, რომ -ის ადმინისტრაციისთვის გაგზავნილ შეკითხვაზე მიღებული პასუხით, უახლოეს ხანში დაგეგმილი არ არის არც პრეზიდენტების, ს და ვლადიმირ პუტინის და არც სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს და საგარეო საქმეთა მინისტრ ს შეხვედრა.
პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, 16 ოქტომბერს ტრამპი აცხადებდა, რომ სამიტის მოსამზადებლად მომავალ კვირაში(20-26 ოქტომბერი) შედგებოდა მაღალი დონის მრჩევლების შეხვედრა, მათ შორის რუბიოს მონაწილეობით.
19 ოქტომბერს გამოცემა The Washington Post-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ 16 ოქტომბერს ტრამპთან სატელეფონო საუბრისას პუტინმა ომის დასასრულებლად მოითხოვა უკრაინის მიერ დონეცკის ოლქის დათმობა. იმავე დღეს გამოცემა Financial Times-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ 17 ოქტომბერს, თეთრ სახლში შეხვედრისას ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის მოუწოდა, რუსეთს დონბასი დაუთმოს.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ეს უარყო. 19 ოქტომბერს დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ში ცეცხლის შესაწყვეტად მხარეები უნდა გაჩერდნენ ფრონტის იმ ხაზზე, სადაც ამჟამად არიან.
სააგენტო Reuters-ის წყაროთა ინფორმაციით, გასული კვირის ბოლოს რუსეთმა შეერთებულ შტატებს გაუგზავნა არაოფიციალური კომუნიკე, რომელშიც ისევ ასახულია პუტინის მოთხოვნა – უკრაინის მიერ დონბასის დათმობა.
დასავლეთის მედიასაშუალებების ინფორმაციით, შეერთებულმა შტატებმა ტრამპის და პუტინის შეხვედრისთვის მზადება მას შემდეგ შეაჩერა, რაც რუსეთმა კვლავ უარი თქვა ში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის წინადადებაზე.
21 ოქტომბერს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და არა „პრობლემის არსის მოგვარება“ მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ „უკრაინის უზარმაზარი ნაწილი ნეონაცისტების ხელმძღვანელობის ქვეშ დარჩება“.
ფორუმი