ტრამპს ირანზე დარტყმის ვარიანტები გააცნეს – New York Times

-ს პრეზიდენტი, ხამენეის რეჟიმის მხრიდან დემონსტრანტებზე ძალადობის ფონზე ირანის წინააღმდეგ იერიშის მიტანას განიხილავს – ინფორმაციას გამოცემა New York Times საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ბოლო დღეებში ტრამპს ირანზე შესაძლო იერიშების სცენარები წარედგინა, თუმცა -ს პრეზიდენტს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
გავლენიანი გამოცემის წყაროების თანახმად, პრეზიდენტისთვის წარდგენილი სცენარები, მათ შორის, თეირანში არასამხედრო ობიექტებზე იერიშებს მოიცავს, ხოლო ნაწილი ირანის რეჟიმის უსაფრთხოების ძალებს პირდაპირ უკავშირდება.
გამოცემასთან საუბრისას ერთ-ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ რეგიონში ამერიკელ სამხედროებს შესაძლო იერიშამდე მეტი დრო სჭირდებათ, რათა აშშ-ს სამხედრო პოზიციები გაამყარონ და ირანის მხრიდან შესაძლო საპასუხო იერიშებისთვის მოემზადონ.