ტრამპს ვურჩევდი პუტინისთვის ეთქვა – ხელები შორს საქართველოსგან – სალომე ზურაბიშვილი

რის თქმას ურჩევდით ტრამპს პუტინთან საუბრისას? – Fox News-ის ამ შეკითხვას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა. მისი თქმით, ის ურჩევდა ტრამპს კრემლის ლიდერისთვის ეთქვა – “ხელები შორს საქართველოსგან”.
“ხელები შორს საქართველოსგან, ხელები შორს კავკასიისგან, რადგან ეს დასავლეთის ქვეყნების ინტერესის სფეროა. ეს რეგიონი რუსეთის მმართველობის ქვეშ ვეღარ მოექცევა. კავკასიას დამოუკიდებლად არსებობის უფლება უნდა მიეცეს, როგორც ეს საუკუნეების მანძილზე იყო – ადგილი, სადაც სხვადასხვა ცივილიზაცია ხვდებოდა ერთმანეთს. ამ ადგილას ევროპული ფასეულობები ყოველთვის ცენტრალური იყო, საქართველო კი ქვეყანაა, რომელსაც ძალიან აქტიური სამოქალაქო საზოგადოება ჰყავს და რომელსაც სურს, რომ იმ ფასეულობების მქონე საზოგადოების ნაწილი იყოს, რომელსაც ევროპა და წარმოადგენენ. ასე რომ, ხელები შორს საქართველოსგან”, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
“ვიმედოვნებ, რომ ამერიკა არ იქნება დაკავშირებული იმ რეჟიმებთან, რომლებიც საკუთარ ხალხს არ წარმოადგენენ. ამერიკის ინტერესები სწორედ ამაში უნდა გამოიკვეთოს. ჩვენ აქ ვართ, რათა ამერიკასა და ქართველ ხალხის ეს საერთო ინტერესები დავიცვათ. ხალხი არასდროს უნდა შეეწიროს მსხვერპლად იმ მთავრობებთან ურთიერთობებს, რომლებიც მათ (ხალხს) არ წარმოადგენენ”, – დასძინა მან.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი: საია პოლიტიკური აქტივიზმით დაკავებული ორგანიზაციაა, ეჭვი მეპარება, პოლიტიკური მიზნების გარდა სხვა მიზნები ამოძრავებდეთ, თუმცა ქუჩაში წივილ-კივილს ყოველთვის სჯობს, სასამართლოში წახვიდე და განაჩენს დაელოდო

მიხაილ გალუზინი: მზად ვართ, რუსეთ-საქართველოს კავშირების გასაღრმავებლად – ღირს, საქართველოს ხელისუფლება დაუფიქრდეს, რამდენად დიდი შედეგების მიღწევა იქნებოდა შესაძლებელი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობებით