ტრამპს არ სჯერა, რომ მ პუტინის რეზიდენციას შეუტია

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს არ სჯერა, რომ მ იერიში მიიტანა ს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის რეზიდენციაზე, რომელიც ნოვგოროდის ოლქში მდებარეობს. რუსეთმა უკრაინა 29 დეკემბერს დაადანაშაულა. კიევში მოსკოვის განცხადებებს ტყუილი უწოდეს.
„არ მჯერა, რომ ეს დარტყმა იყო“, – უთხრა ტრამპმა 4 იანვარს ჟურნალისტებს პრეზიდენტის თვითმფრინავში, რომლითაც ფლორიდიდან ვაშინგტონში ბრუნდებოდა. -ის პრეზიდენტმა არ გამორიცხა, რომ შორიახლოს რაღაც მოხდა, მაგრამ ამას რეზიდენციასთან არანაირი კავშირი არ ჰქონია.
ნოვგოროდის ოლქში პუტინის რეზიდენცია ქალაქ ვალდაიდან დაახლოებით ოც კილომეტრში მდებარეობს. ამ სახელმწიფო რეზიდენციაზე 91 უკრაინული დრონით შეტევის შესახებ 29 დეკემბერს განაცხადა ს საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
იმავე დღეს კრემლმა გაავრცელა ცნობა, რომ რეზიდენციაზე შეტევის თაობაზე პრეზიდენტმა პუტინმა სატელეფონო საუბრისას უთხრა პრეზიდენტ ტრამპს. უკრაინის პრეზიდენტმა მ რუსეთის განცხადებებს ტყუილი და „ფეიკი” უწოდა.
29 დეკემბერს პრეზიდენტმა ტრამპმა მედიას უთხრა, რომ შესაძლოა, შეტევა არ ყოფილა, მაგრამ პუტინმა უთხრა, რომ იყო.
4 იანვარს -ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას შემდეგ, რაც გადაამოწმეს, მიიჩნევენ, რომ ეს არ მომხდარა.
წამყვანი ამერიკული გამოცემები დეკემბრის ბოლოს წერდნენ, რომ შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დასკვნით, უკრაინას არ უცდია არც პირადად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე და არც მის რეზიდენციაზე შეტევა.
ფორუმი