ტრამპს, არჩევნების მოგების შემთხვევაში, უკრაინაში ომის დასრულების გეგმა წარუდგინეს

-ის პრეზიდენტობის კანდიდატს, დონალდ ტრამპს, მისმა ორმა უახლოესმა მრჩეველმა საპრეზიდენტო არჩევნებში მისი გამარჯვების შემთხვევაში, უკრაინაში ომის დასრულების გეგმა წარუდგინა, ამის შესახებ სააგენტო Reuters-ის წერს. გეგმა ითვალისწინებს კიევის გაფრთხილებას იმაზე, რომ მისთვის სამხედრო დახმარებას გააგრძელებს მხოლოდ რუსეთთან მშვიდობიანი მოლაპარაკებების დაწყების შემთხვევაში.
ამასთან, აშშ მოსკოვსაც აფრთხილებს, რომ მოლაპარაკებებზე ნებისმიერი მიზეზით უარის შემთხვევაში, უკრაინისადმი სამხედრო დახმარება გაძლიერდება. ამის შესახებ “როიტერსს” უთხრა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის ერთ-ერთმა მრჩეველმა, გადამდგარმა გენერალ-ლეიტენანტმა კიტ კელოგმა.
კელოგი და ფრედ ფლეიცი ტრამპის პრეზიდენტობის წლებში, 2017-2021 წწ., ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატს ხელმძღვანელობდნენ. მათი გეგმით, ტრაპის გამარჯვების შემთხვევაში, უკიდურესად მნიშვნელოვანი იქნება რუსეთისა და უკრაინის მოლაპარაკებების მაგიდასთან დასმა და მათი დაზავება.
გეგმის ძირითადი ელემენტები საჯაროდაა ხელმისაწვდომი ტრამპისადმი კეთილგანწყობილი ერთ-ერთი კვლევითი ცენტრის ვებსაიტზე.
ფლეიცის სიტყვებით, მათ სტრატეგიას ტრამპი დადებითად შეხვდა. „არ ვამტკიცებ, რომ დაეთანხმა მის თითოეულ სიტყვას, მაგრამ მოხარული ვართ მიღებული გამოხმაურებით“, – თქვა მან.
თუმცა ტრამპის პრესმდივნის, სტივენ ჩუნგის განცხადებით, ოფიციალურად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ტრამპის ან მისი კამპანიის უფლებამოსილი პირის მიერ გაკეთებული განცხადება.
მსგავსი პოზიციის გამოხატვა აშშ-ის პოლიტიკის მკვეთრ ცვლილებაზე მიანიშნებდა და შესაძლოა წინააღმდეგობა შეხვედროდა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების მომხრე დასავლელი მოკავშირეების, ასევე თავად რესპუბლიკური პარტიის ნაწილის მხრიდანაც, წერს Reuters-ი.
აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატს არაერთხელ უთქვამს, რომ ნოემბრის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, უკრაინაში ომს 24 საათში დაასრულებდა. თუმცა ტრამპს არასოდეს დაუსახელებია ამ გეგმის დეტალები.

ასევე დაგაინტერესებთ

ლალი მოროშკინა: რაო? პირადად ბიძინა ივანიშვილს და “ოცენებას” ჰააგაში გასამართლებით ემუქრებით? მეტის ღირსი ვართ, რომ 2012წელს უკანალში შერჭობილი თავები ამოგაყოფინეთ!!! ასე იცის ზედმეტმა დემოკრატიამ!!!

საბა ბუაძე – „ქართული ოცნება“ ეუთოს მისიას ყელმოღერებით პრეტენზიებს რომ უცხადებს, თავად რა გააკეთეს ფაქტების გამოკვლევისთვის და დამნაშავეების დასჯისთვის? – გამოიძიეს ვინ იყვნენ პირუტყვები, რომლებმაც ახალგაზრდებს სისხლიანი დღეები მოუწყვეს?