ტრამპს ამ ომის დასრულება სურს, უკრაინას უსასრულოდ ვერ დაეხმარება – თეთრი სახლის პრესსპიკერი

შეერთებულ შტატებს არ შეუძლია უკრაინისთვის იარაღის მიწოდების განუსაზღვრელი ვადით გაგრძელება – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლინ ლევიტმა განაცხადა.
ჩვენ ამას უსასრულოდ ვერ გავაკეთებთ. პრეზიდენტს სურს, რომ ეს ომი დასრულდეს“, – აღნიშნა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.
ლევიტის თქმით, -ის პრეზიდენტმა უზარმაზარი დრო და ენერგია ჩადო რუსეთისა და უკრაინის ომის გადაწყვეტის გზების ძიებაში, რისთვისაც იგი მადლიერებას იმსახურებს.
ლევიტმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპმა შეწყვიტა ამ ომის დაფინანსება, შეერთებული შტატები ნატოს მექანიზმების მეშვეობით კვლავ აგრძელებს უკრაინისთვის მნიშვნელოვანი რაოდენობით იარაღის გაგზავნას ან მიყიდვას.
მისივე განცხადებით, აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა ამ კვირაში დაგეგმილი არ არის.
მისი თქმით, კიევსა და ვაშინგტონს შორის „სამშვიდობო გეგმაზე“ მოლაპარაკებები პროდუქტიულად მიმდინარეობს, თუმცა რამდენიმე უთანხმოება კვლავ რჩება.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია