ტრამპს ალასკის სამიტის შემდეგ „სწრაფი“ სამმხრივი შეხვედრა სურს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, განაცხადა, რომ ს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ალასკაში გამართული შეხვედრის შემდეგ, მას სურს „თითქმის დაუყოვნებლივ შედგეს მეორე შეხვედრა ზელენსკის, პუტინსა და ჩემს შორის, თუ მათ ჩემი იქ ყოფნა სურთ“.
ტრამპმა აღნიშნა, რომ რუსეთის უარი ში ომის სწრაფად შეჩერებაზე მისთვის „უკიდურესად სერიოზულ“ შედეგებს მოიტანს. ტრამპის თქმით, პუტინთან შეხვედრა აუცილებელია იმის გასაგებად, თუ „სად ვართ“ და „რას ვაკეთებთ“.
-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ თუ პუტინთან შეხვედრის დროს „საჭირო პასუხებს“ვერ მიიღებს, შემდეგი შეხვედრა აღარ გაიმართება.

ამასთანავე, ტრამპმა ეჭვი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, შეძლებს თუ არა ის პუტინის დარწმუნებას, შეწყვიტოს უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმა, რადგან „მას ეს საუბარი უკვე ჰქონდა მასთან“.
დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ სთან და ევროპელ ლიდერებთან ოთხშაბათს გამართულ კონსულტაციებს „ძალიან კარგი“ უწოდა.

აშშ-რუსეთის სამიტი 15 აგვისტოს ანკორიჯში გაიმართება.
ფორუმი