ტრამპსა და პუტინს შორის უკრაინის საკითხზე პოზიტიური სატელეფონო საუბარი შედგა – თეთრი სახლი

თეთრი სახლის პრესსპიკერის, კეროლაინ ლევიტის ცნობით, -ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის უკრაინის საკითხზე სატელეფონო საუბარი შედგა.
როგორც ლევიტი აცხადებს, ტრამპსა და პუტინს შორის საუბარი პოზიტიური იყო.
„პრეზიდენტმა ტრამპმა პრეზიდენტ პუტინთან უკრაინის საკითხზე პოზიტიური სატელეფონო საუბარი გამართა“, – წერს X-ზე ლევიტი.
28 დეკემბერს -ში, ფლორიდის შტატში მდებარე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის რეზიდენციაში, მარა-ლაგოში აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა გაიმართა.
ზელენკისთან შეხვედრამდე ტრამპს პუტინთან სატელეფონო საუბარიც ჰქონდა.
მარა-ლაგოში გამართული შეხვედრის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-თან „სამშვიდობო პაკეტის“ ფარგლებში რიგი დოკუმენტების შეთანხმება დაასრულეს. ზელენსკის განცხადებით, ამ დროისთვის შეთანხმებულია აშშ-ის მხრიდან უსაფრთხოების გარანტიები. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, არსებობს დოკუმენტები, რომლებზეც მუშაობა კვლავ გრძელდება.
ამასთან, ორივე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები კვლავ გაგრძელდება.
შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ გადაუჭრელი რჩება დონბასის საკითხი, ვინაიდან რუსეთს დონეცკის ოლქის მთელი ტერიტორიის დათმობა სურს.
თავის მხრივ, ზელენსკიმაც დონბასის საკითხს „ძალიან რთული“ უწოდა. მანამდე, 24 დეკემბერს ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ სამშვიდობო შეთანხმება შესაძლოა პარლამენტში რატიფიცირებისთვის გაიტანოს ან საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი ჩაატარონ. ასევე, შესაძლოა გადაწყდეს ქვეყანაში არჩევნების გამართვა რეფერენდუმთან ერთად. ზელენსკის თქმით, რეფერენდუმის ჩასატარებლად საჭიროა მინიმუმ 60 დღე და ამ პერიოდში, ცეცხლის სრული შეწყვეტა.
თუმცა 28 დეკემბერს, შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, „სამშვიდობო გეგმის“ ფარგლებში უკრაინაში შესაძლო რეფერენდუმის ჩატარების პერიოდში ცეცხლის შეწყვეტაზე უარი განაცხადა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)