ტრამპსა და ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა

აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრიზიდენტ ს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
როგორც საუბრის შემდეგ დონალდ ტრამპმა განაცხადა, ზელენსკისთან „ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი“ ჰქონდა.
მისი თქმით, ზელენსკიმ -ის პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენა მიულოცა და მასზე თავდასხმა დაგმო
„ვაფასებ, რომ პრეზიდენტი ზელენსკი დამიკავშირდა, რადგან მე, როგორც აშშ-ის მომავალი პრეზიდენტი, მოვიტან მშვიდობას მსოფლიოში და დავასრულებ ომს, რომელმაც ამდენი სიცოცხლე იმსხვერპლა და უამრავი უდანაშაულო ოჯახი გაანადგურა. ორივე მხარე შეძლებს შეკრებას და მოლაპარაკებას შეთანხმებაზე, რომელიც დაასრულებს ძალადობას და კეთილდღეობისკენ გზას გახსნის” , – დაწერა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დონალდ ტრამპთან შეთანხმდა, რომ პირად შეხვედრაზე განეხილათ ის ნაბიჯები, რასაც სამართლიანი და ხანგრძლიივი მშვიდობის მოტანა შეუძლია.
„მე ვესაუბრე დონალდ ტრამპს, რათა მიმელოცა რესპუბლიკური პარტიის კანდიდატად წარდგენა და დამეგმო შოკისმომგვრელი მკვლელობის მცდელობა პენსილვანიაში. მომავალში მე მას ვუსურვე ძალა და აბსოლუტური უსაფრთხოება.
მე აღვნიშნე, რომ ჩვენი ერის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დასაცავად მნიშვნელოვანია ამერიკის ორპარტიული და ორპალატიანი მხარდაჭერა.
ყოველთვის მადლიერი იქნება აშშ-ისი, რომელიც დაგვეხმარა, რომ გაგვეძლიერებინა ჩვენი შესაძლებლობები რუსული ტერორისთვის წინააღმდეგობის გასაწევად.
ს თავდასხმები ჩვენს ქალაქებსა და სოფლებზე ყოველდღე გრძელდება.
ჩვენ შევთანხმდით პრეზიდენტ ტრამპთან, რომ პირად შეხვედრაზე განგვეხილა, თუ რა ნაბიჯებმა შეიძლება გახადოს მშვიდობა სამართლიანი და ჭეშმარიტად ხანგრძლივი“, – დაწერა ზელენსკიმ X-ზე.
I spoke with @realDonaldTrump to congratulate him on the Republican nomination and condemn the shocking assassination attempt in Pennsylvania. I wished him strength and absolute safety in the future. I noted the vital bipartisan and bicameral American support for protecting our… — Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) July 19, 2024

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მსჯავრდებულ დარჩო ხეჩუაშვილს პოლიტიკოსის თვალთვალსა და მისი გადაადგილების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაში, ოდესაში კარგ თანამდებობაზე დანიშვნას დაპირდნენ