ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას -ის საჰაერო თავდაცვის ახალი სისტემის შექმნის შესახებ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 27 იანვარს ხელი მოაწერა განკარგულებას -ის ტერიტორიაზე ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემის შექმნის შესახებ.
დოკუმენტში ლაპარაკია ქვეყნის ტერიტორიაზე ჰიპერბგერითი, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების თავდასხმების საფრთხეზე. სისტემა დოკუმენტში მოიხსენიება, როგორც „რკინის გუმბათი”, ს საჰაერო თავდაცვის სისტემის მსგავსად.
მაგრამ აშშ-ის სისტემები, ტექსტის თანახმად, ბევრად უფრო ფართო უნდა იყოს. მან უნდა დაიცვას აშშ-ის ტერიტორია რაკეტების და ყველა ტიპის საჰაერო თავდასხმისაგან. ტრამპის განკარგულება გულისხმობს სათვალთვალო კოსმოსური თანამგზავრების, კოსმოსური გადამტაცი აპარატების განთავსებას, პრევენციული დარტყმის საშუალებების შემუშავებასა და მათი ელემენტების წარმოების ქსელის მხარდაჭერას.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემა აშშ-ში, ისევე როგორც ნატოს წევრ ქვეყნებში, გამანადგურებელი ავიაციის საჰაერო სამიზნეების გადატაცებაზე იყო მიმართული. საბჭოთა სისტემა ანტისარაკეტო სახმელეთო სისტემებს ეყრდნობოდა.
ტრამპის განკარგულების თანახმად, თავდაცვის სამინისტრომ 60 დღის განმავლობაში უნდა წარადგინოს სისტემის გარდაქმნის გეგმა.
ამგვარი ფართო და ძვირადღირებული პროექტების ამოქმედება, ჩვეულებრივ, კონგრესის გადაწყვეტილებით ხდება ხოლმე.

ასევე დაგაინტერესებთ

ვალერი ჩეჩელაშვილი – ტრამპი პრაქტიკულად ყველაფერს აკეთებს, რომ რუსეთი შეასუსტოს და საკუთარი გავლენები გააძლიეროს – რუსეთი ყველა მხრიდან, „იდეალურ შტორმში“ ხვდება, შესაძლებლობები ეზღუდება და მოკავშირეები ხელიდან ეცლება

ნიკა ჩერქეზიშვილი მზია ამაღლობელის მხარდამჭერ მარშზე – ეს არ არის პარტიული ამბავი, ეს არის ეროვნული ამბავი და ნებისმიერი ადამიანი უნდა შეუერთდეს მას, მიუხედავად თავისი პარტიული კუთვნილებისა