ტრამპმა შესაძლოა უკრაინას შესთავაზოს უსაფრთხოების გარანტიები ნატოს მეხუთე მუხლის მაგალითის მიხედვით

აშშ-მა ს კოლექტიური თავდაცვის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მე-5 მუხლის ანალოგიური უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზა მოსკოვთან მშვიდობის დამყარების შემთხვევაში.
ეს ნიშნავს, რომ ახალი ომის დაწყების შემთხვევაში, გარანტმა ქვეყნებმა შეიარაღებული პასუხი უნდა გასცენ აგრესორს.
ამის შესახებ წერს გაზეთი The Telegraph-ი და ამაზე იტყობინება იტალიის პრემიერმინისტრი, ჯორჯა მელონი, -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან საუბრის შემდეგ.
ამ თემის განხილვა დაადასტურეს CNN-მა და „უკრაინსკა პრავდამ“.

Telegraph-ის ცნობით, ვაშინგტონის წინადადება გულისხმობს, რომ უკრაინა ასეთ გარანტიებს არა მხოლოდ აშშ-გან, არამედ მისი ევროპელი მოკავშირეებისგანაც მიიღებს. გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვი ამას დაეთანხმა.

2022 წელს ასეთი გარანტიების შესახებ შეთანხმება შევიდა მოსკოვსა და კიევს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტში, რომელსაც ორი ქვეყნის მოლაპარაკების ჯგუფები განიხილავდნენ. ხელშეკრულების პროექტის თანახმად, გარანტი ქვეყნები უნდა ყოფილიყვნენ აშშ, , დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და ჩინეთი. კიევს სიაში თურქეთის, ხოლო მოსკოვს – ბელარუსის შეყვანა სურდა, წერს ჟურნალი Foreign Affairs-ი.

გამოცემის ცნობით, კიევსა და მოსკოვს, ვაშინგტონისგან უკრაინისთვის გარანტიებზე შეთანხმებისას, დაავიწყდათ შეერთებული შტატებისგან თანხმობის გარანტიის მიღება. არსებობს მოსაზრება, რომ პრეზიდენტ ს ადმინისტრაცია ერიდებოდა ასეთ გარანტიებზე დათანხმებას, რათა რუსეთთან ომის მდგომარეობაში არ აღმოჩენილიყო, თუ ის უკრაინაში ხელახლა შეჭრას გადაწყვეტდა.

ფორუმი