ტრამპმა ღაზის სამშვიდობო გეგმა წარადგინა: ყველა თანახმაა, თუ ჰამასიც დათანხმდება „ომი დაუყოვნებლივ დასრულდება“

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ს პრემიერ-მინისტრ სთან ერთობლივი პრესკონფერენციაზე წარადგინა ღაზის სამშვიდობო გეგმა და განაცხადა, რომ ამ გეგმას , ისრაელი და არაერთი სხვა ქვეყანა უჭერს მხარს და მშვიდობის დასამყარებლად მხოლოდ ჰამასის თანხმობაა საჭირო.
„თუ ერთად ვიმუშავებთ, შევძლებთ ბოლო მოვუღოთ იმ სიკვდილსა და ნგრევას, რასაც ამდენი წლის, ათწლეულის, თუნდაც საუკუნეების განმავლობაში ვხედავდით და მთელი რეგიონისთვის უსაფრთხოების, მშვიდობისა და კეთილდღეობის ახალი თავი დავიწყოთ“, – თქვა ტრამპმა.
ტრამპმა აღნიშნა, რომ როგორც ესმის, „ჰამასსაც სურს ამის გაკეთება“, თუმცა არც ის გამორიცხა, რომ მან უარი თქვას შეთანხმებაზე. ამ შემთხვევაში, თქვა ტრამპმა, ისრაელს ექნება შეერთებული შტატების მხარდაჭერა სამხედრო კამპანიის გასაგრძელებლად.
პრესკონფერენციამდე ცოტა ხნით ადრე, თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა 20-პუნქტიანი „ყოვლისმომცველი გეგმა ღაზაში კონფლიქტის დასასრულებლად“, რომელშიც ნათქვამია, რომ თუ მას ორივე მხარე დათანხმდება, „ომი დაუყოვნებლივ დასრულდება“.
ტრამპმა განაცხადა, რომ მან ცეცხლის შეწყვეტისა და ღაზის ომისშემდგომი მმართველობის გეგმა უცხოელ ლიდერებთანაც განიხილა. მან თქვა, რომ გეგმა მოიწონა არაერთმა ქვეყანამ, მათ შორის საუდის არაბეთმა, კატარმა, გაერთიანებულმა საამიროებმა, იორმ, პაკისტანმა და თურქეთმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ თავად უხელმძღვანელებს „მშვიდობის საბჭოს“, რომელიც ომის დასრულების შემდეგ ღაზის სექტორის რეკონსტრუქციას გაუწევს ზედამხედველობას. თეთრი სახლის მიერ ადრე გამოქვეყნებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ საბჭოში შევლენ სხვა სახელმწიფოების მეთაურებიც, ასევე ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ახალი გეგმის შემუშავებაში.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები პალესტინელებს ისრაელსა და ღაზას შორის მშვიდობის გეგმის მეშვეობით „თავიანთ ბედზე პასუხისმგებლობის აღების“ შესაძლებლობას სთავაზობს და დასძინა, რომ თუ მშვიდობა არ იქნება მიღწეული, პალესტინის ხელისუფლებას მხოლოდ საკუთარი თავის „დადანაშაულება“ მოუწევს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ დაადასტურა, რომ მხარს უჭერს ტრამპის გეგმას ღაზაში ომის დასრულების შესახებ და მას ომის დასრულებისა და მას ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის მიღწევისკენ „გადამწყვეტი ნაბიჯი“ უწოდა.
„თუ ჰამასი უარყოფს შეთანხმებას, რაც ყოველთვის შესაძლებელია, მხოლოდ ისინი დარჩნენ“, – თქვა ტრამპმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მიუბრუნდა. – „…როგორც იცით, ბიბი, თქვენ გექნებათ სრული მხარდაჭერა იმის გასაკეთებლად, რაც უნდა გააკეთოთ“.
„თუ ჰამასი უარყოფს თქვენს გეგმას, ბატონო პრეზიდენტო, ან თუ ისინი სავარაუდოდ დათანხმდებიან და შემდეგ ფაქტობრივად ყველაფერს გააკეთებენ მის საწინააღმდეგოდ, მაშინ ისრაელი თავად დაასრულებს საქმეს“, – უპასუხა ნეთანიაჰუმ.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ჩატარებული პრესკონფერენცია ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გარეშე დაასრულა და განაცხადა, რომ ეს არ იქნებოდა მიზანშეწონილი, რადგან სამშვიდობო შეთანხმება ოფიციალურად ჯერ ხელმოწერილი არ არის და მას ჯერ ჰამასი უნდა დათანხმდეს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ