ტრამპმა უკრაინის საკითხებში წარმომადგენლად კიტ კელოგი დანიშნა

დონალდ ტრამპმა უკრაინის საკითხებში თავის წარმომადგენლად გადამდგარი გენერალი, კიტ კელოგი დანიშნა.
კელოგი ტრამპის პირველ ადმინისტრაციაში ვიზე-პრეზიდენტ მაიკ პენსის მრჩეველი იყო ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.
ივლისში კელოგი საუბრობდა უკრაინის ომის დასასრულებელ გეგმაზე, რომელიც, მისი თქმით, ტრამპსაც მოეწონა. გეგმის თანახმად, თუ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე წავა, კიდევ უფრო მეტ ამერიკულ დახმარებას მიიღებს, ხოლო ცეცხლი არსებულ ფრონტის ხაზზე უნდა შეწყდეს.