ტრამპმა დაადანაშაულა ბუნებრივი რესურსების შესახებ შეთანხმების ჩაშლაში

19 თებერვალს, მაიამიში, საინვესტიციო ფორუმზე გამოსვლისას ტრამპმა თქვა, რომ მ გარიგება ორი დღის წინ ჩაშალა.
პრეზიდენტმა ტრამპმა ისევ გაიმეორა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინის დასახმარებლად დახარჯა 350 მილიარდი დოლარი და განსხვავებით ევროპისგან, რომელიც კიევს ფულს გარანტიით აძლევს, სანაცვლოდ ვერაფერს მიიღებს.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა პირველად 3 თებერვალს განაცხადა, რომ სურს უკრაინის დახმარების სანაცვლოდ მისგან მიიღოს იშვიათი ლითონები.
12 თებერვალს ამ საკითხზე კიევში მოლაპარაკება გამართა -ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა. მასთან შეხვედრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა მ განაცხადა, რომ განიხილეს უკრაინის რესურსების პოტენციალი, უსაფრთხოების ეკონომიკური გარანტიები და ეკონომიკური პარტნიორობის დოკუმენტის მომზადება, ძლიერ გარიგებაზე მუშაობენ და იმედი აქვთ, რომ პროგრესს მიაღწევენ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე.
15 თებერვალს, მიუნხენში გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, რომ შეაჩერა პრეზიდენტ ტრამპის მიერ ინიცირებული შეთანხმების ხელმოწერა, რადგან დოკუმენტი არ მოიცავს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს.
უკრაინა ფლობს ისეთ მეტალებს, როგორიცაა ურანი, ტიტანი და ლითიუმი. მაგალითად, ლითიუმი წამყვანი კომპონენტია სხვადასხვა, მათ შორის ელექტრომობილების აკუმულატორების წარმოებისთვის.
-ის და ს მაღალჩინოსნების შეხვედრის შემდეგ, რომელიც 18 თებერვალს საუდის არაბეთში უკრაინის მონაწილეობის გარეშე გაიმართა და ს უკმაყოფილება გამოიწვია, პრეზიდენტმა ტრამპმა მწვავედ გააკრიტიკა უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი, რომელსაც უწოდა 4%-იანი რეიტინგის მქონე, „დიქტატორი ს გარეშე“ და „საშუალოდ წარმატებული კომიკოსი”.
უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი სგან მომდინარე დეზინფორმაციულ სივრცეში ცხოვრობს და რუსეთის პრეზიდენტ პუტინს ეხმარება მრავალწლიანი იზოლაციიდან გამოსვლაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია თურნავა – საქართველო უკვე ჩამოყალიბებულია როგორც ლოგისტიკური და ენერგეტიკული ჰაბი, ახლა ყალიბდება ციფრული და ფინანსური ინდუსტრიის ჰაბად – ამას ადასტურებს ისიც, რომ პირველად, თბილისში ვატარებთ ფინანსურ სამიტს

ნიკოლ ფაშინიანი თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე – სომეხი და აზერბაიჯანელი პრემიერები ერთმანეთს მადლობას რომ ვუხდით, ეს წარმოუდგენელი იყო 1 წლის წინ, ახლა რეალობაა – ეს იმის მაჩვენებელია, რომ ეს ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანია