ტრამპმა უზენაეს სასამართლოს მიმართა კოლორადოს შტატის გადაწყვეტილების გასაუქმებლად, სადაც მას პრაიმერიზში მონაწილეობა აეკრძალა

ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა -ის უზენაეს სასამართლოს მიმართა. ის ითხოვს, გაუქმდეს კოლორადოს სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც მას შტატში საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა. ეს ხდება ერთი დღის შემდეგ, რაც ტრამპმა მეინის შტატის მსგავსი გადაწყვეტილება გაასაჩივრა.
კოლორადოს უმაღლესმა სასამართლომ გასულ თვეში ტრამპს პრაიმერიზში მონაწილეობა აუკრძალა და განაცხადა, რომ ის არ იყო უფლებამოსილი კანდიდატი. სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო 2021 წლის 6 იანვარს ტრამპის მხარდამჭერების მიერ აშშ-ის კაპიტოლიუმზე თავდასხმაში მისი როლის გამო. ყოფილ პრეზიდენტს ბრალად ედება კაპიტოლიუმის შენობაში არეულობის წაქეზება, რათა გაუქმებულიყო შედეგები, რომლითაც ის 2020 წლის არჩევნებში დამარცხდა.
მრავალ შტატში ტრამპის წინააღმდეგ ათობით სარჩელია აღძრული.
შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ტრამპის უფლებამოსილების საკითხზე სავალდებულო იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ტრამპის კამპანიამ კოლორადოს სასამართლოს გადაწყევტიელაბს “არასწორი” უწოდა და მოითხოვა უარყოფილი იყოს ის და “აღსრულდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ნოემბერში”.

ასევე დაგაინტერესებთ