ტრამპმა უარყო პუტინის გატაცების იდეა

-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის საჭიროდ არ მიიჩნევს ს პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის „გატაცებას“, როგორც ეს ამერიკულმა ძალებმა ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს შემთხვევაში გააკეთეს.
ჟურნალისტის კითხვაზე – ოდესმე გასცემდით ბრძანებას ვლადიმირ პუტინის დაკავების ოპერაციის ჩასატარებლად? – -ის პრეზიდენტმა უპასუხა:
“არ ვფიქრობ, რომ ამის აუცილებლობა იქნება. მასთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა. იმედგაცრუებული ვარ. მე რვა ომი მოვაგვარე.
რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებების კომენტირებისას, აშშ-ის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ პროცესი წარმატებით დასრულდება.
„საბოლოო ჯამში, ჩვენ ამ კონფლიქტს მოვაგვარებთ“, – განაცხადა ტრამპმა.
მან ასევე დასძინა, რომ სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ამის უფრო სწრაფად გაკეთება ვერ მოხერხდა.
imedinews.ge