ტრამპმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა (forbs.ge)

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუშინ ეკონომიკური და სამოგზაურო სანქციები დაუწესა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) წარმომადგენლებს, რომლებიც -ის მოქალაქეების ან აშშ-ის მოკავშირეების (როგორიცაა ) წინააღმდეგ გამოძიებაზე მუშაობენ.
შეგახსენებთ, ტრამპმა მსგავსი სანქციები პრეზიდენტობის პირველი ვადის დროსაც დააწესა. 2020 წლის ივნისში მან ICC-ის ის თანამშრომლები დაასანქცირა, რომლებიც იძიებდნენ, ჩაიდინეს თუ არა ამერიკულმა შეიარაღებულმა ძალებმა ომის დანაშაულები ავღანეთში.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის მიერ დაწესებული სანქციები დაგმო და მის 125 წევრ სახელმწიფოს მოუწოდა, ICC-ის თანამშრომლებს მხარი დაუჭირონ.
„სასამართლო მტკიცედ დგას თავისი პერსონალის გვერდით და პირობას დებს, რომ გააგრძელებს სამართლიანობის უზრუნველყოფას და მისცემს იმედს სისასტიკის მილიონობით უდანაშაულო მსხვერპლს მთელ მსოფლიოში, მის წინაშე არსებულ ყველა სიტუაციაში“, – ნათქვამია ICC-ის განცხადებაში.
ტრამპის ნაბიჯი ვაშინგტონში ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ს ვიზიტს დაემთხვა, რომელიც – ისრაელის ყოფილ თავდაცვის მინისტრთან და „ჰამასის“ ლიდერთან ერთად – ღაზის სექტორში ომის გამო ICC-ის მიერ ძებნილთა სიაშია შეყვანილი. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და იოავ გალანტის დაპატიმრების ორდერი 2024 წლის 21 ნოემბერს, ომის დანაშაულისთვის გასცა.
რაც შეეხება ს მიერ დაწესებულ სანქციებს, ისინი მოიცავს სანქცირებული პირებისთვის აშშ-ში აქტივების გაყინვას, ასევე მათთვის და მათ ოჯახის წევრებისთვის შეერთებულ შტატებში ვიზიტის აკრძალვას.
ტრამპის ნაბიჯს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ ეს სანქციები მას მიანიშნებს, ICC-ში უნგრეთის ყოფნის საკითხს გადახედოს. „დროა, უნგრეთმა გადახედოს, თუ რას აკეთებს საერთაშორისო ორგანიზაციაში, რომელიც აშშ-ის სანქციების ქვეშ იმყოფებ. საერთაშორისო პოლიტიკაში ახალი ქარები ქრის. ჩვენ მას ტრამპ-ტორნადოს ვუწოდებთ,“ – დაწერა მან X-ზე.
წყარო: forbs.ge