ტრამპმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა. ინფორმაციას თეთრის სახლი ავრცელებს.
“მე, , ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ვთვლი, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, შექმნილი რომის სტატუტზე დაყრდნობით, გადადგა უკანონო და უსაფუძვლო ნაბიჯები, რომლებიც მიმართულია ამერიკისა და მისი ახლო მოკავშირის, ს წინააღმდეგ“, – ნათქვამია ტრამპის აღმასრულებელ ბრძანებაში.
როგორც ტრამპი განმარტავს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ უკანონოდ დაიწყო -ის ჯარისკაცების წინააღმდეგ გამოძიება და აგრეთვე 2024 წლის ნოემბერში ისრაელის პრემიერ-მინისტრის სა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის იოავ გალანტის დაპატიმრების ორდერი გამოსცა. ეს ხდება მაშინ, როცა არც აშშ, არც ისრაელი რომის სტატუს წევრი არ არის.
ბრძანება გულისხმობს ფინანსურ და სავიზო სანქციებს იმ პირებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ, ვინც ხელს უწყობენ გამოძიებებს აშშ-ის მოქალაქეების ან მოკავშირეების წინააღმდეგ.