ტრამპმა სენატს ახალი მინისტრების კანდიდატურები წარუდგინა დასამტკიცებლად

-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყნის კონგრესის სენატს დასამტკიცებლად ახალი მინისტრების კანდიდატურები წარუდგინა. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
ტრამპი საკანონმდებლო ორგანოს სთავაზობს ფინანსთა მინისტრის პოსტზე სკოტ ბესენტის კანდიდატურას, ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურების მინისტრის პოსტზე – რობერტ კენედი უმცროსს, თავდაცვის მდივნის პოსტზე – პიტ ჰეგსეტის კანდიდატურას, სახელმწიფო მდივნის პოსტზე – მარკო რუბიოს კანდიდატურას.
გარდა ამისა, ტრამპი კანონმდებლებს სთავაზობს ეროვნული დაზვერვის დირექტორის პოსტზე ტულსი გაბარდი დაინიშნოს, ხოლო ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს ჯონ რეტკლიფი უხელმძღვანელებს. -ის ელჩი გაეროში ელის სტეფანიკი იქნება. ბიუჯეტის გადანაწილების სამმართველოს დირექტორი – რასელ ვოუთი.
როგორც თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გენერალური პროკურორის თანამდებობაზე პამელა ბონდის კანდიდატურაა წარდგენილი, შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე – დუგლას ბერგამო, შრომის მინისტრის პოზტზე – ლორა ჩავეს-დერემერი, ვეტერანთა საქმეთა მინისტრის პოსტზე – დუგლას კოლინზი, ტრანსპორტის მინისტრი – შონ დეფი, ვაჭრობის მინისტრი – გოვარდ ლუტნიკი, განათლების მინისტრი – ლინდა მაკ-მენი, შიდა უსაფრთხოების მინისტრი – კრისტი ნოემი, სოფლის მეურნეობის მინისტრი – ბრუკ როლინზი, ენერგეტიკის მინისტრი – კრისტოფერ რაითი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს