ტრამპმა სახელმწიფო მდივნად მარკო რუბიო დაასახელა

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ სახელმწიფო მდივნად რესპუბლიკელ სენატორ მარკო რუბიოს წარადგენს.
„ის იქნება ჩვენი ერის ძლიერი ადვოკატი, ჩვენი მოკავშირეების ნამდვილი მეგობარი და უშიშარი მეომარი, რომელიც არასოდეს დაიხევს უკან ჩვენს მოწინააღმდეგეებთან“, — განაცხადა ტრამპმა.
„როიტერსის“ თანახმად, ეს არჩევანი შეიძლება შვება იყოს -ის პარტნიორებისთვის, რომლებიც შეშფოთებულნი არიან, რომ „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ მიდგომის გათვალისწინებით, ტრამპის ადმინისტრაცია შესაძლოა, გლობალური ალიანსების ქსელს, მათ შორის ნატოს განუდგეს. ამასთან, რუბიოს არჩევის შესახებ ცნობებმა გამოიწვია რესპუბლიკური პარტიის ზოგიერთი წევრის მხრიდან კრიტიკა, რომლებიც მის საგარეო პოლიტიკურ შეხედულებებს ზედმეტად ტრადიციულ და ინტერნაციონალისტურად თვლიდნენ.
53 წლის რუბიო ცნობილია, როგორც ე.წ. ქორი (ხისტი პოლიტიკის მომხრე) ჩინეთთან მიმართებით, კუბის კომუნისტური მთავრობის ღია კრიტიკოსი და ს ძლიერი მხარდამჭერი. ის წარსულში მხარს უჭერდა აშშ-ის უფრო მტკიცე საგარეო პოლიტიკას ამერიკის გეოპოლიტიკურ მტრებთან მიმართებაში, თუმცა ბოლო დროს მისი შეხედულებები უფრო თანხვედრაში მოვიდა საგარეო პოლიტიკისადმი ტრამპის „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ მიდგომასთან. 2022 წელს, ში ს შეჭრის შემდეგ, რუბიო აცხადებდა, რომ აშშ-ს ყველაფერი უნდა გაეკეთებინა, რათა უკრაინას პუტინი დაემარცხებინა. თუმცა 2024 წლის აპრილში რუბიო 15 რესპუბლიკელი სენატორიდან ერთ-ერთი, რომელმაც მხარი არ დაუჭირა სამხედრო დახმარების ერთიან პაკეტს, რომელიც უკრაინის და ისრაელის დახმარებას ითვალისწინებდა. რუბიომ ბოლო ინტერვიუებში თქვა, რომ უნდა ეცადოს რუსეთთან მოლაპარაკებებს, ვიდრე მთელი ტერიტორიის დაბრუნებას.