ტრამპმა სატელეფონო საუბრის დროს ზელენსკისა და ევროპელ ლიდერებს უთხრა, რომ პუტინი ჯერ კიდევ მთელ დონბასს მოითხოვს – Bloomberg

ტრამპმა სატელეფონო საუბრის დროს ზელენსკისა და ევროპელ ლიდერებს უთხრა, რომ პუტინი ჯერ კიდევ მთელ დონბასს მოითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ტრამპმა სატელეფონო საუბრის დროს თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ ტერიტორიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკრაინის მისაღებია, პუტინის პოზიცია არ შეცვლილა – მას ჯერ კიდევ სურს, რომ კიევმა უარი თქვას უკრაინის აღმოსავლეთში დონბასის მთელი ტერიტორიის კონტროლზე“, – წერს გამოცემა.
წყაროების ცნობით, მზად არის, შეწყვიტოს თავისი პრეტენზიების წამოყენება ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების იმ ნაწილებზე, რომლებსაც ახლა არ აკონტროლებს, რითაც, ფაქტობრივად, იქ ფრონტის ხაზს გაყინავს.
ტრამპმა ლიდერებს უთხრა, რომ მზად არის ხელის შეუწყოს უკრაინისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფას თუ ეს ნატო-ს არ შეეხება, და ივარაუდა, რომ პუტინი ამას დათანხმდება.
გამოცემის წყაროები აღნიშნავენ, რომ „ზოგიერთი ევროპელი ლიდერი აღელვებულია იმით, რომ ახლა ტრამპი ზეწოლას მოახდენს ზელენსკიზე, რათა ის ტერიტორიულ დათმობებზე წავიდეს შეთანხმების მისაღწევად”.
interpressnews.ge