ტრამპმა რუტესთან შეხვედრის შემდეგ NATO ირანთან ომში არასათანადო დახმარების გამო გააკრიტიკა

-ს პრეზიდენტი, და NATO-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტეაშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან დახურული შეხვედრის შემდეგ ალიანსი, ირანთან ომში -ს არასაკმარისი მხარდაჭერის გამო, კვლავ გააკრიტიკა.
“NATO იქ არ იყო, როცა ჩვენ ის გვჭირდებოდა, და არც მაშინ იქნება, თუ ის კვლავ დაგვჭირდება” – დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.
ამავე დროს, რუტემ CNN-თან საუბარში შეხვედრა “ძალიან გულწრფელად” და “ღიად” დაახასიათა, მიუხედავად აშკარა უთანხმოებებისა. თეთრმა სახლმა საუბრის დეტალები არ გაასაჯაროვა.
ბოლო კვირებში ტრამპი 32-წევრიანი ტრანსატლანტიკური ალიანსიდან გასვლით არაერთხელ დაიმუქრა.
NATO-ს გენერალურმა მდივანმა CNN-ს ასევე უთხრა, რომ ტრამპთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ აშშ-ს “ევროპული ქვეყნების დიდი უმრავლესობა დახმარებას უწევდა ბაზირების, ლოგისტიკისა და გადაფრენების მიმართულებით”.
“ამრიგად, საკმაოდ მრავალფეროვანია” – განაცხადა რუტემ
კითხვაზე, არის თუ არა მსოფლიო ახლა უფრო უსაფრთხო, ვიდრე ომამდე იყო, რუტემ შემდეგნაირად უპასუხა – “აბსოლუტურად”.
მან ასევე დაამატა, რომ NATO-ს წევრები ირანში მიმდინარე ომს საერთაშორისო სამართლის დარღვევად არ მიიჩნევენ და უმეტესობა თანხმდება, რომ ირანის ბირთვული შესაძლებლობების შესუსტება მნიშვნელოვანი იყო.
ცნობისთვის, გამოცემა Wall Street Journal-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს გეგმას NATO-ს იმ წევრი სახელმწიფოების დასასჯელად, რომლებიც, ტრამპის აზრით, ირანის ომის დროს აშშ-სა და ისრაელს არ დაეხმარნენ.
ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებმა WSJ-ს განუცხადეს, რომ გეგმის ფარგლებში თეთრი სახლი ამერიკელი სამხედროების გამოყვანას აპირებს NATO-ს იმ ქვეყნებიდან, რომლებზეც ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ ირანის წინააღმდეგ ომში უსარგებლონი იყვნენ, რის შემდეგაც აშშ სამხედროებს იმ ქვეყნებში განალაგებს, რომლებიც უფრო მეტად უჭერდნენ მხარს აშშ-ს სამხედრო კამპანიას თეირანის წინააღმდეგ.