ტრამპმა რუსულ საფრთხეებზე ბაიდენის მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა გაახანგრძლივა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პრეზიდენტ ს მიერ სგან მომდინარე საფრთხეებთან დაკავშირებით გამოცხადებული ეროვნული საგანგებო მდგომარეობა კიდევ 1 წლით გაახანგრძლივა.
ბაიდენმა აღნიშნული აღმასრულებელი ბრძანება “საერთაშორისო საგანგებო ეკონომიკური ძალების აქტის” საფუძველზე 2021 წლის 15 აპრილს მიიღო, რათა რუსეთის საგარეო საქმიანობით გამოწვეულ განსაკუთრებულ საფრთხეს გამკლავებოდა.
თეთრი სახლის მიერ კონგრესისთვის გადაცემულ წერილში ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან “თავისუფალი და სამართლიანი სა და დემოკრატიული ინსტიტუტების ძირგამომთხრელი საქმიანობა, უსაფრთხოების დესტაბილიზაცია ისეთ ქვეყნებსა და რეგიონებში, რომლებიც მნიშვნელოვანია აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოებისთვის და საერთაშორისო სამართლის ნორმების, მათ შორის სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა წარმოადგენს განსაკუთრებულ საფრთხეს აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების, საგარეო პოლიტიკისა და ეკონომიკისთვის”.
“ეროვნული საგანგებო მდგომარეობის აქტის შესაბამისად, ეროვნულ საგანგებო მდგომარეობას 1 წლით ვახანგრძლივებ”. – ნათქვამია ს წერილში, რომელიც კონგრესს გადაეცა.