ტრამპმა რუსული გემებისთვის აშშ-ს პორტებში შესვლის აკრძალვა გაახანგრძლივა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკულ პორტებში რუსული გემების შესვლის აკრძალვა ერთი წლით გაახანგრძლივა.
პრეზიდენტ ს მიერ 2022 წლის 21 აპრილს გამოცემული ბრძანება ს დროშის ქვეშ მცურავ ან რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებულ გემებს -ს პორტებში შესვლას უკრძალავს.
“ერთი წლით ვახანგრძლივებ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმს რუსეთის ფედერაციის მიმართ და საგანგებო უფლებამოსილებებს, რომლებიც აღწერილია №10371 განკარგულებაში და ეხება რუსეთთან დაკავშირებული გემების გაჩერებისა და გადაადგილების რეგულირებას აშშ-ს პორტებში”. – აღნიშნულია აშშ-ს ფედერალურ რეესტრში გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
მანამდე, ტრამპმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებთან დაკავშირებით გამოცხადებული ეროვნული საგანგებო მდგომარეობაც გაახანგრძლივა.
ბაიდენმა აღნიშნული აღმასრულებელი ბრძანება “საერთაშორისო საგანგებო ეკონომიკური ძალების აქტის” საფუძველზე 2021 წლის 15 აპრილს მიიღო, რათა აშშ რუსეთის საგარეო საქმიანობით გამოწვეულ განსაკუთრებულ საფრთხეს გამკლავებოდა.
თეთრი სახლის მიერ კონგრესისთვის გადაცემულ წერილში ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან “თავისუფალი და სამართლიანი სა და დემოკრატიული ინსტიტუტების ძირგამომთხრელი საქმიანობა, უსაფრთხოების დესტაბილიზაცია ისეთ ქვეყნებსა და რეგიონებში, რომლებიც მნიშვნელოვანია აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოებისთვის და საერთაშორისო სამართლის ნორმების, მათ შორის სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა წარმოადგენს განსაკუთრებულ საფრთხეს აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების, საგარეო პოლიტიკისა და ეკონომიკისთვის”.
Tabula.ge