ტრამპმა პუტინს 50–დღიანი ვადა შეუმცირა – “მინდოდა ლმობიერი ვყოფილიყავი, მაგრამ…”

-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად რუსეთის პრეზიდენტისთვის, ვლადიმერ პუტინისთვის მიცემული 50-დღიანი ვადა მცირდება. ამის შესახებ ტრამპმა, შოტლანდიაში, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრთან, კირ სტარმერთან შეხვედრისას განაცხადა.
“მე ვაპირებ ახალი ვადა დავაწესო – დღეიდან დაახლოებით 10 ან 12 დღე. ლოდინს აზრი არ აქვს. თავიდან 50 დღე იყო გათვალისწინებული, მინდოდა ლმობიერი ვყოფილიყავი, მაგრამ ჩვენ, უბრალოდ, [მშვიდობისკენ] ვერანაირ პროგრესს ვერ ვხედავთ” – თქვა -ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გაერთიანებულ სამეფოში გამართულ პრესკონფერენციაზე
ცნობისთვის, 14 ივლისს ტრამპმა NATO-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან ერთად თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ “თუ 50 დღეში [რუსეთსა და უკრაინას შორის] შეთანხმება არ იქნება მიღწეული, აშშ [რუსეთთან მიმართებით] მეორად სანქციებს დააწესებს”

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: ქვემოთ მომყავს იმის დამადასტურებელი სურათი, რომ მართლაც მხოლო 95 ადამიანმა მოიწონა, არა და “იმედში” 500 კაცი მუშაობს, ხოლო მთელ ჰოლდინგში ათსზე მეტი. ამაზე სამარცხვინო ამბავი რა უნდა შეგემთხვეს?

მეუფე იაკობი: თან გვაბრალებენ… ისევე, როგორც ეკლესიას რუსობას გვაბრალებენ, თვითონ არიან რუსებიც და ყველაფერი თვითონ არიან, რასაც გვაბრალებენ. ქრისტიანები თუ ხართ ხელისუფლებაში, შერიგებაზე ვიფიქროთ…