ტრამპმა პირობა დადო, რომ „შეაჩერებს ტრანსგენდერულ სიგიჟეს“

არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ თანამდებობაზე ყოფნის პირველსავე დღეს „შეაჩერებს ტრანსგენდერულ სიგიჟეს“, რადგან რესპუბლიკელები აკონტროლებენ კონგრესის ორივე პალატას და თეთრ სახლს.
„ხელს მოვაწერ აღმასრულებელ განკარგულებას ბავშვების სექსუალური დასახიჩრების დასრულების შესახებ, უარს ვიტყვი ტრანსგენდერულ პოლიტიკაზე ჯარში და ჩვენს დაწყებით, საშუალო და მაღალ კლასებში“, თქვა ტრამპმა ახალგაზრდა კონსერვატორებისთვის გამართულ ღონისძიებაზე შტატ არიზონის ქალაქ ფენიქსში.
მან ასევე პირობა დადო, რომ „კაცებს არ დაუშვებენ ქალთა სპორტში“ და დასძინა, რომ „-ის მთავრობა ოფიციალურად აღიარებს მხოლოდ ორ სქესს – მამრობითსა და მდედრობითს“.
გასულ კვირაში, როდესაც რესპუბლიკელთა მიერ კონტროლირებადმა კონგრესმა დაამტკიცა თავდაცვის წლიური ბიუჯეტი, მასში შეტანილ იქნა დებულება, რომელიც კრძალავს სამხედრო სამსახურში მყოფი ტრანსგენდერი ადამიანების შვილებისთვის ზოგიერთი სახის დახმარების აღმოჩენას.
კონფერენცია AmericaFest-ზე გამოსვლისას ტრამპმა ასევე პირობა დადო, რომ მკაცრ ზომებს მიიღებს „მიგრანტების მხრიდან დამნაშავეობის“ წინააღმდეგ და გაიმეორა დაპირებები, რომ პანამის არხში ამერიკული გემების გასვლაზე მაღალი ტარიფების გამო აღადგენს არხზე აშშ-ის კონტროლს.
კვირას თავის გამოსვლაში ტრამპმა თავისი მეორე საპრეზიდენტო ვადის პროგრამა წარმოადგინა და გააკრიტიკა პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი .
„20 იანვარს შეერთებული შტატები სამუდამოდ გადაშლის ოთხწლიანი წარუმატებლობის, არაკომპეტენტურობისა და ეროვნული დაკნინების ფურცელს, საშინელ წლებს და ჩვენ გავხსნით მშვიდობის, კეთილდღეობისა და ეროვნული სიდიადის ახალ ეპოქას“, თქვა ტრამპმა. „მე დავასრულებ ომს ში, მე შევაჩერებ ქაოსს ახლო აღმოსავლეთში და, გპირდებით, თავიდან ავიცილებ მესამე მსოფლიო ომს.“
ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში, შეერთებულმა შტატებმა 2021 წლის ოქტომბერში პირველად დაიწყო ამერიკული პასპორტების გაცემა გენდერული ნიშნით „X“. პასპორტები ამ აღნიშვნით განკუთვნილია არაბინარული ადამიანებისთვის, ინტერსქესებისთვის და გენდერულად შეუსაბამოთათვის. ნიუ-იორკელებმა 2018 წელს მიიღეს უფლება, პირად დოკუმენტებში მამრობითი და მდედრობითი სქესის გარდა მიუთითონ მესამე, „დაუზუსტებელი“ სქესი.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა