ტრამპმა პირობა დადო, რომ დაავალებს იუსტიციის დეპარტამენტს, აშშ-ში სიკვდილით დასჯის პრაქტიკა აღადგინოს

აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 24 დეკემბერს პირობა დადო, რომ დაავალებს იუსტიციის დეპარტამენტს სიკვდილით დასჯის პრაქტიკა აღადგინოს. ამის შესახებ The Hill იუწყება.
„ინაუგურაციის შემდეგ, მე მივმართავ იუსტიციის დეპარტამენტს, ენერგიულად განახორციელოს სიკვდილით დასჯა, რათა დაიცვას ამერიკელი ოჯახები და ბავშვები მოძალადეების, მკვლელებისა და მონსტრებისაგან.
ჩვენ კვლავ ვიქნებით კანონისა და წესრიგის ერი!“, – თქვა ტრამპმა Truth Social-ზე.
ტრამპის განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ამჟამინდელმა ლიდერმა ჯო ბაიდენმა 23 დეკემბერს ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 40 პატიმრიდან 37-ს სასჯელი შეუმსუბუქდებოდა და სიკვდილით დასჯის ნაცვლად მათ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.