კახა კალაძე ამტკიცებს, რომ ამერიკელი სენატორები, ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი “გლობალური ომის პარტიის გავლენის ქვეშ არიან”, ხოლო ტრამი რევოლუციებს აფინანსებდა. იქვე მას, ვინც, მისი აზრით, რევოლუციებს აფინანსებს, კიდევ ერთხელ სთხოვს თანამშრომლობას,
“ეს ადამიანებიც არიან, რა თქმა უნდა, გლობალური ომის პარტიის გავლენის ქვეშ. ჩვენ ბევრჯერ განვაცხადეთ და კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ პრეზიდენტ ტრამპს ვგულშემატკივრობთ “დიფ სთეითის” დამარცხებაში, რამდენად შეძლებს და მოახერეხებს ვნახოთ. ასევე, პარალელურად მზად ვართ, რომ დავიწყოთ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან. ეს არის ჩვენი გზავნილი, ეს არის ჩვენი სურვილი, რომ მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა, რომ შევძლოთ მეგობრობა და პარტნიორობა, ცხადია ეს უნდა იყოს ორმხრივი…
ამერიკა რომ აფინანსებდა, თქვენ რა ახლა გაიგეთ. პრეზიდენტ ტრამპი გამოვიდა და პირდაპირ ისაუბრა ყველაფერზე, რომ რევოლუციებს ვაფინანსებდიო, მათ შორის საქართველოშიო. რა თქმა უნდა, ყველაფერი ხელისგულზეა. ვითომ რაღაცა კეთილი საქმეებისთვის გადმორიცხული ფული ხმარდებოდა ექსპტრემიზმის და იმ უსახური ადამიანებსი შექმნის დაფინანსებას, რაც დღეს წარმოდგენილი არის, ეს არის რეალობა”, – განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, ამერიკელი სენატორები შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამო და ტრამპის ადმინისტრაციას მოუწოდებენ, გაითვალისწინოს “ოცნების” ბოლო ნაბიჯები, ვიდრე 2 ქვეყანას შორის ურთიერთობის გადახედვაზე გადაწყვეტილებას მიიღებს.
