ტრამპმა ლტოლვილთა დასაშვები რაოდენობა განსაზღვრა სარეკორდოდ დაბალი მონაცემით, 7500 ადამიანით

-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მომავალ წელს -ში დაშვებული ლტოლვილების მაქსიმალურ რაოდენობად განსაზღვრავს 7500 ადამიანს, პრიორიტეტული იქნება თეთრკანიანი პირები სამხრეთ აფრიკიდან. ეს ნაბიჯი ნაწილია ძალისხმევისა შეიცვალოს ლტოლვილებთან მიმართებით გატარებული პოლიტიკა, როგორც აშშ-ში, ისე გლობალურად.
ამ მონაცემით, რომელიც ხუთშაბათს გამოცხადდა, მნიშვნელოვნად მცირდება წინა პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ დაწესებული ზედა ზღვარი, 125 000 ადამიანი. ახალი ნიშნული სარეკორდოდ დაბალია.
30 სექტემბრით დათარიღებულ, ლტოლვილთა შესახებ ყოველწლიურ დოკუმენტში ტრამპი ამბობს, რომ პრიორიტეტი მიენიჭება სამხრეთ აფრიკის თეთრკანიანი უმცირესობის, ე.წ. აფრიკანელების წარმომადგენლებს. ტრამპი მიიჩნევს, რომ ეს ჯგუფი რასობრივი დისკრიმინაციის მსხვერპლია ქვეყანაში, რომლის მოსახლეობის უმრავლესობაც შავკანიანია. სამხრეთ აფრიკის ხელისუფლება ამას უარყოფს.
ტრამპმა იანვარში შეაჩერა ლტოლვითა დაშვება და განაცხადა, რომ ის განახლდებოდა მაშინ, თუკი დადგინდებოდა რომ შეესაბამება აშშ-ის ინტერესებს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა