ტრამპმა ლოს-ანჯელესში არალეგალ მიგრანტებთან არეულობის ჩასახშობად გვარდიის 2000 წევრი გაგზავნა

საიმიგრაციო რეიდების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე ს ადმინისტრაცია ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის 2000 ჯარისკაცს აგზავნის, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს.
თეთრი სახლის ცნობით, -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის ჯარისკაცების განლაგების შესახებ საპრეზიდენტო მემორანდუმს ხელი მოაწერა.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ე.წ. საზღვრის მეფემ, ტომ ჰომენმა განაცხადა, რომ ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის ჯარისკაცები შაბათს განლაგდებიან.
კალიფორნიის გუბერნატორმა, გევინ ნიუსომმა დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას „პროვოკაციული“ უწოდა და აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ეროვნულ გვარდიას აგზავნის „არა იმიტომ, რომ სამართალდამცავი ორგანოები საკმარისი არ არის, არამედ იმიტომ, რომ მათ სანახაობის ხილვა სურთ“.
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ „ძალადობის გაგრძელების შემთხვევაში“ პენტაგონი მზად არის ლოს-ანჯელესში აქტიური სამხედრო მოსამსახურეებიც გაგზავნოს.
ცნობისთვის, ლოს-ანჯელესში აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) მიერ ჩატარებული რეიდების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს. პარასკევს, ICE-ს აგენტებმა საიმიგრაციო წესების დარღვევისთვის, სულ მცირე 44 მიგრანტი დააკავეს. აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა განაცხადა, რომ პარასკევს გამართულ საპროტესტო აქციებში დაახლოებით „1000 წესრიგის დამრღვევი“ მონაწილეობდა. დემონსტრანტებთან დაპირისპირებისას სამართალდამცავებმა წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
ipn.ge