ტრამპმა „კომპლიმენტად“ აღიქვა ბაიდენის შესახებ პუტინის განცხადება

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელიც ისევ იბრძვის თეთრ სახლში დასაბრუნებლად, ს პრეზიდენტის მხრიდან კომპლიმენტი უწოდა მის განცხადებას, რომ ტრამპს ბაიდენი ურჩევნია.
2024 წლის ნოემბერში -ში გაიმართება საპრეზიდენტო , რომელშიც, დიდი ალბათობით, ერთმანეთს ისევ და დაუპირისპირდებიან. სწორედ ამას ეხებოდა რუსეთის სახელმწიფო ტელეკომპანია „როსია 1“-ის ჟურნალისტ პაველ ზარუბინის მიერ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის დასმული შეკითხვა, ვინ არის მათთვის უკეთესი – ბაიდენი, თუ ტრამპი?
პუტინმა უპასუხა, რომ ბაიდენი, რადგან „უფრო გამოცდილი ადამიანი, პროგნოზირებადი, ძველი ფორმაციის პოლიტიკოსია“. პუტინმა ისიც თქვა, რომ იმუშავებენ აშშ-ის ნებისმიერ ლიდერთან, რომელსაც ამერიკელი ხალხი ნდობას გამოუცხადებს. რუსეთის პრეზიდენტის ინტერვიუ კრემლის საიტზე 14 თებერვალს, ღამით გამოქვეყნდა.
გამოცემა Newsweek-ის ინფორმაციით, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სამხრეთ კაროლინის შტატში მყოფმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მიუხედავად ბევრი ადამიანის უარყოფითი რეაქციისა, სინამდვილეში მას რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა „არაჩვეულებრივი კომპლიმენტი“ გაუკეთა.
კონგრესში ტრამპის მომხრე რესპუბლიკელების წინააღმდეგობის გამო, აშშ ამ დრომდე ვერ ახერხებს რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად საჭირო ბიუჯეტის მიღებას. რესპუბლიკელები ამ საკითხს უკავშირებენ მექსიკასთან საზღვარზე ზომების გამკაცრებას და არსაკმარისად მიიჩნევენ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტარციის მიერ შეთავაზებულ ზომებს.
ექს-პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელიც ოპონენტებმა არაერთხელ დაადანაშაულეს ვლადიმირ პუტინისადმი დადებით დამოკიდებულებაში, 14 თებერვალს, სამხრეთ კაროლინაში, ამომრჩევლებთან შეხვედრისას ისევ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, რუსეთ-უკრაინის ომს სწრაფად დაასრულებს.
· მილიარდერი ბიზნესმენი, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი იყო 2017 წლის 20 იანვრიდან 2021 წლის 20 იანვრამდე.
· 2020 წლის ნოემბრის არჩევნებში მეორე ვადით კენჭისყრისას ტრამპი დამარცხდა დემოკრატ ჯო ბაიდენთან, თუმცა მარცხს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ არჩევნები გაყალბდა.
· 2021 წლის 6 იანვარს, ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ და მოითხოვდნენ, რომ კონგრესს არ ეღიარებინა საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება. მასობრივი არეულობების შედეგად დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის პოლიციელი. კაპიტოლიუმზე თავდასხმის გამო ბრალდებულია 1000-ზე მეტი პირი.
დაწერეთ კომენტარი