ტრამპმა კიდევ ერთი წლით გააგრძელა რუსეთისათვის დაწესებული ზოგიერთი სანქცია

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ს წინააღმდეგ მთელი რიგი სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა. თეთრი სახლის ფედერალური რეესტრის თანახმად, საუბარია შეზღუდვებზე, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 2014, 2018 და 2022 წლებში უკრაინის წინააღმდეგ ომთან დაკავშირებით დააწესა.
“ამ ბრძანებებში აღნიშნული ქმედებები და პოლიტიკა კვლავაც უჩვეულო და ექსტრაორდინარულ საფრთხეს უქმნის -ის ეროვნულ უსაფრთხოებას და საგარეო პოლიტიკას. ამ მხრივ, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ძალაში უნდა დარჩეს 2025 წლის 6 მარტის შემდეგ”, – ნათქვამია დოკუმენტში.
ტრამპმა ეს გადაწყვეტილება ომის დაწყებიდან აშშ-სა და რუსეთის მაღალი რანგის წარმომადგენლებს შორის პირველი მოლაპარაკებების ფონზე მიიღო. 18 თებერვალს ელ-რიადში გამართულ შეხვედრაზე რუსეთის დელეგაციამ, სხვა საკითხებთან ერთად, აშშ-ის წარმომადგენლებს სთხოვა, დაეხმარონ საზღვარგარეთ გაყინული რუსული აქტივების განბლოკვაში და სანქციების შემსუბუქებაში. დასავლეთის სანქციების გამო მსოფლიოში გაყინული რუსული აქტივების საერთო რაოდენობა დაახლოებით 300 მილიარდი დოლარია. ამ საკითხზე ამერიკულ მხარეს კომენტარი არ გაუკეთებია.
ელ-რიადის შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ საელჩოების რაოდენობის აღდგენაზე და კონფლიქტის მოსაგვარებლად სამუშაო ჯგუფის შექმნაზე. ამავე დროს, სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, შეხვედრაზე სანქციების საკითხი და ტერიტორიული საკითხი არ განხილულა. მოლაპარაკებების ერთ-ერთი თემა სთან სამშვიდობო შეთანხმების შესაძლებლობა იყო. ამავე დროს, შეხვედრაზე არ მიიწვიეს არც უკრაინის წარმომადგენლები და არც ევროპის ქვეყნების დიპლომატები, რამაც ევროკავშირისა და უკრაინის ხელისუფლების მხრიდან კრიტიკა გამოიწვია.
ხუთშაბათს, 27 თებერვალს, სტამბოლში გაიმართა აშშ-ისა და რუსეთს შორის მოლაპარაკება საელჩოების მუშაობის აღდგენის თაობაზე.

როგორც რადიო თავისუფლების რუსული სამსახური წერს, აშშ-ის გენერალური კონსულის რეზიდენციაში შეხვედრა დაახლოებით 6,5 საათს გაგრძელდა. მხარეებს შეხვედრის შემდეგ პრესისთვის განცხადება არ გაუკეთებიათ, რადგან ეს არ ყოფილა დაგეგმილი. ჯერჯერობით უცნობია კონკრეტული დეტალები მოლაპარაკების შინაარსზე.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ქვეყნიდან გააძევა 200-ზე მეტი რუსი დიპლომატი. მოსკოვმა აშშ-ის საელჩოს აუკრძალა თანამშრომლებად რუსეთის მოქალაქეების მიღება.

ასევე დაგაინტერესებთ

კირ სტარმერი – “მშვიდობა უნდა მოვიგოთ” – ეს არ შეიძლება იყოს მშვიდობა, რომელიც ასაჩუქრებს აგრესორს ან აქეზებს ირანის მსგავს რეჟიმებს, ისტორია მშვიდობისმყოფელის მხარეს უნდა იყოს, არა დამპყრობლის – ფსონები ძალიან მაღალია

დონალდ ტრამპი – მშვიდობა ხანგრძლივი იქნება და იმედი მაქვს, მალე მოხდება, თუ ის სწრაფად არ დამყარდა, შეიძლება საერთოდ არ დამყარდეს – ვფიქრობ, მე და ზელენსკი კარგად გავუგებთ ერთმანეთს, დიდი პატივისცემა მაქვს მის მიმართ