ტრამპმა კანადაში ვიზიტის შეწყვეტა და ვაშინგტონში დაბრუნება გადაწყვიტა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კანადაში, „დიდი შვიდეულის“(G7) ლიდერთა სამიტში მონაწილეობის ერთი დღით ადრე დასრულება და ვაშინგტონში დაბრუნება გადაწყვიტა.
16 ივნისს, თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლივიტმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ პრეზიდენტმა გადაწყვეტილება ახლო აღმოსავლეთში შექმნილი სიტუაციის გამო მიიღო და კანადას G7-ის წევრი სახელმწიფოების ლიდერებთან ვახშმის შემდეგ დატოვებს. თავად სამიტი მუშაობას დღეს, 17 ივნისს დაასრულებს.
კანადაში ვიზიტის ვადაზე ადრე შეწყვეტამდე, 16 ივნისს პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ „ყველამ დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს ევაკუაცია თეირანიდან”.
ტელეკომპანიები Fox News-ი და CNN-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ -ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში მოიწვია ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა.
ტელეკომპანია CBS-ის წყაროთა თანახმად, კანადაში ტრამპის ვიზიტის ვადამდე შეწყვეტა და უსაფრთხოების საბჭო სხდომის მოწვევა არ ნიშნავს, რომ აშშ ირანზე ს სამხედრო ოპერაციას უერთდება.
ისრაელის გამოცემა Jerusalem Post-ის წყაროთა ინფორმაციით, სავარაუდოდ, აშშ ირანს შესთავაზებს ბოლო შანსს, უარი თქვას ატომური იარაღის შექმნის განზრახვაზე და ხელი მოაწეროს შესაბამის შეთანხმებას.
ირანმა თავის ბირთვულ პროგრამაზე შეერთებულ შტატებთან მიმდინარე მოლაპარაკებები შეწყვიტა ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ.
· ისრაელმა ირანის წინააღმდეგ 13 ივნისს დაიწყო სამხედრო ოპერაცია, რომლის სამიზნედ გამოაცხადა ისლამური რესპუბლიკის სამხედრო დანიშნულების ობიექტები, მათ შორის ობიექტები, სადაც, ისრაელის განცხადებით, თეირანი ბირთვულ იარაღს ქმნის და ისრაელის არსებობას ემუქრება.
· პასუხად ირანმა ისრაელზე რაკეტებით და დრონებით შეტევა დაიწყო.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ