ტრამპმა თქვა, რომ პარასკევს რუსეთში მიდის – დასავლური მედია ვარაუდობს, რომ მას ეს შეეშალა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დღეს თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ პარასკევს რუსეთში მიდის, სადაც პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება.
“მე ვლადიმერ პუტინს ვხვდები. პარასკევს რუსეთში მივდივარ”, – თქვა დონალდ ტრამპმა.
მანამდე ცნობილი იყო, რომ ს პრეზიდენტ სა და -ის პრეზიდენტ ს შეხვედრა 15 აგვისტოს, ალასკას შტატშია დაგეგმილი. ეს ინფორმაცია გასულ კვირას თავად დონალდ ტრამპმაც დაადასტურა.
დონალდ ტრამპის დღევანდელი განცხადების შემდეგ, დასავლურმა მედიამ, მათ შორის BBC-მ დაწერა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა შეხვედრის ადგილთან დაკავშირებით საუბრისას, სავარაუდოდ, შეცდომა დაუშვა.
თუმცა, ვაშინგტონში მომუშავე ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ წყაროებზე დაყრდნობით X-ზე წერს, რომ “მართლაც არსებობს გეგმები”, რომ ალასკაში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ, დონალდ ტრამპი ხანმოკლე დროით რუსეთში გადავიდეს.
NEW!! Apparently, Trump was not misspeaking. Sources tell me that there are indeed plans for Trump to briefly cross into russia after meeting with Putin in Alaska on Friday.

This is going to more look like Trump-Kim DMZ summit— Alex Raufoglu (@ralakbar) August 11, 2025