ტრამპმა ზელენსკის უთხრა, არ დაიჯეროს, რომ მისი გაპრეზიდენტება რუსეთს სარგებელს მოუტანს

უკრაინის პრეზიდენტის, ს პრესმდივნის, სერგეი ნიკიფოროვის ინფორმაციით, სატელეფონო საუბრისას ტრამპმა ზელენსკის ურჩია, რომ არ დაიჯეროს ყალბი ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მისი გამარჯვება -ს საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთს სარგებელს მოუტანს.
“ზელენსკიმ მოუწოდა ტრამპს, რომ არ დაუჯეროს იმ ქვეყნების წარმომადგენლებს, რომლებიც ცდილობენ ახსნან ან გაამართლონ პუტინის მოქმედებები. […]
მათ ასევე განიხილეს და დაგმეს 8 ივლისის თავდასხმა კიევზე და ოხმადტეტის [ბავშვთა] საავადმყოფოზე.
ტრამპმაც თქვა ძალიან საინტერესო რამ: მან [ზელენსკის] ურჩია, რომ არ დაიჯეროს “ყალბი ინფორმაცია”, რომლის მიხედვითაც მისი გამარჯვება აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთს სარგებელს მოუტანს”. – თქვა ნიკიფოროვმა უკრაინულ ტელევიზიასთან საუბრისას.
პრესმდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ტრამპმა და ზელენსკიმ ში ტრამპის შესაძლო ვიზიტზეც ისაუბრეს. მისი თქმით, “ორივე მხარემ პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია” და მათ ვიზიტის შესაძლო დროითი ჩარჩოც განიხილეს, თუმცა “დეტალებზე საუბარი ჯერ ადრეა”.
რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ 19 ივლისს მას უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან “ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი” ჰქონდა.
ეს ზელენსკისა და ტრამპის პირველი სატელეფონო საუბარი იყო მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა თეთრი სახლი დატოვა. ზარი მნიშვნელოვანი იყო, რადგან ტრამპის გაპრეზიდენტების შემთხვევაში რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებით აშშ-ს პოზიციების ცვლილების შიში არსებობს.