ტრამპმა ზელენსკის უთხრა, არ დაიჯეროს, რომ მისი გამარჯვება რუსეთისთვის სასარგებლო იქნება – ნიკიფოროვი

უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივნის ცნობით, დონალდ ტრამპმა ს სატელეგფონო საუბრისას უთხრა, არ დაუჯეროს ყალბ ამბებს, რომ -ის საპრეზიდენტო არჩევნებში მისი გამარჯვება შესაძლოა, სთვის სასარგებლო იყოს.
ვოლოდიმის ზელენსკის პრესმდივანი სერგეი ნიკიფოროვის განცხადებას უკრაინული მედია ავრცელებს.
სერგეი ნიკიფოროვის განცხადებით, სატელეფონო საუბრისას ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, რომ არ დაუჯეროს იმ ქვეყნების წარმომადგენლებს, რომლებიც ცდილობენ ახსნან და გაამართლონ რუსეთი პრეზიდენტის, ს ქმედებები.
„მან[ზელენსკიმ] ისაუბრა ნიკოლაევზე თავდასხმაზე, რომლის დროსაც უკრაინელები კვლავ დაიღუპნენ. განიხილეს და დაგმეს 8 ივლისის თავდასხმა კიევსა და ოხმატდიტზე.
ტრამპმა ასევე თქვა ძალიან საინტერესო რამ: მან თქვა, რომ არ დაიჯეროთ „ყალბი ამბები“, რომ მისი არჩევნებში გამარჯვება შეიძლება სასარგებლო იყოს რუსეთისთვის“, – განაცხადა სერგეი ნიკიფოროვმა.
ზელენსკის პრესმდივნის თქმით, ზელენსკი და ტრამპი შეხვედრაზე შეთანხმდნენ და მათ შორის, ტრამპის ში ვიზიტიც განიხილეს.
აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრიზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
როგორც საუბრის შემდეგ დონალდ ტრამპმა განაცხადა, ზელენსკისთან „ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი“ ჰქონდა.
მისი თქმით, ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენა მიულოცა და მასზე თავდასხმა დაგმო.