ტრამპმა ექსპრეზიდენტ ობამას დაპატიმრება მოითხოვა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, მისი წინამორბედი, ექსპრეზიდენტი, ბარაკ ობამა, მის წინააღმდეგ რუსეთთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა. სოციალურ ქსელში წერს, „გადახდის დროა“, – და სამართალდამცავ უწყებებს ობამას დაპატიმრებას მოუწოდებს.
ეს პოსტი გამოქვეყნდა მის Truth Social გვერდზე 29 იანვარს.
ტრამპმა თქვა, რომ აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა ტულსი გაბარდმა გამოაქვეყნა „ასობით სენსაციური დოკუმენტი რუსეთის საქმეზე“. ტრამპის თქმით, ისინი ადასტურებენ, რომ ობამამ პირადად უბრძანა CIA-ს აგენტებს პოლიტიკური კონკურენტის წინააღმდეგ ყალბი ბრალდებების შეთხზვა.
„ეს იყო გადატრიალების მცდელობა ბარაკ ობამასა და მისი ახლობლების მიერ. გადახდის დროა: დააკავეთ ობამა ახლავე“, – წერს ტრამპი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება