ტრამპმა ექსპრეზიდენტ ობამას დაპატიმრება მოითხოვა

-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, მისი წინამორბედი, ექსპრეზიდენტი, ბარაკ ობამა, მის წინააღმდეგ რუსეთთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა. სოციალურ ქსელში წერს, „გადახდის დროა“, – და სამართალდამცავ უწყებებს ობამას დაპატიმრებას მოუწოდებს.
ეს პოსტი გამოქვეყნდა მის Truth Social გვერდზე 29 იანვარს.
ტრამპმა თქვა, რომ -ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა ტულსი გაბარდმა გამოაქვეყნა „ასობით სენსაციური დოკუმენტი რუსეთის საქმეზე“. ტრამპის თქმით, ისინი ადასტურებენ, რომ ობამამ პირადად უბრძანა CIA-ს აგენტებს პოლიტიკური კონკურენტის წინააღმდეგ ყალბი ბრალდებების შეთხზვა.
„ეს იყო გადატრიალების მცდელობა ბარაკ ობამასა და მისი ახლობლების მიერ. გადახდის დროა: დააკავეთ ობამა ახლავე“, – წერს ტრამპი.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: ფინანსურად ივანიშვილი შეინახავს „იმედს“, აქ მთავარია, რამდენად შეძლებს ისევ ისე ოპერირებას და მგონია, რომ ვერ შეძლებს – „იმედი“ დასუსტდა და ეს პირდაპირ პროპორციული იქნება „ქართული ოცნების“ დასუსტების

“ჩვენ ბოლომდე კონტროლქვეშ გვაქვს ვითარება… არაფერი გადასარჩენი არ სჭირს არც „იმედს“ და არც „პოსტივის“” – ირაკლი კობახიძისა და „ფორმულას“ ჟურნალისტ სალომე ლაბაძის კითხვა-პასუხი (ვიდეო)