ტრამპმა ეროვნული გვარდია გაგზავნა ლოს-ანჯელესში მიგრანტებთან დაკავშირებული გამოსვლების გამო

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა -ს ეროვნული გვარდიის 2 000 წევრი 8 ივნისს ლოს-ანჯელესში გაგზავნა, მას შემდეგ რაც ქალაქში აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) საქმიანობის წინააღმდეგ პროტესტი გამწვავდა და მასშტაბური გახდა.
“ამ რადიკალურ მემარცხენე პროტესტებს, რომლებიც ორგანიზებულია აგიტატორებისა და ხშირად არეულობის დაქირავებული მომწყობების მიერ, არ მოვითმენთ. ასევე, ამიერიდან, პროტესტებზე ნიღბების ტარება აკრძალული იქნება. რას მალავენ ეს ადამიანები და რატომ??? კიდევ ერთხელ მადლობა ეროვნული გვარდიის წევრებს კარგად შესრულებული საქმისთვის!” – დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.
ტრამპის ამ გადაწყვეტილებას კრიტიკა მოყვა კალიფორნიის შტატის გუბერნატორის, გევინ ნიუსომის მხრიდან, რომელმაც ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის გაგზავნის გადაწყვეტილება “უსამართლოდ”, “განზრახ პროვოკაციად” და “შოუსთვის განკუთვნილ” ბრძანებად შეაფასა. მან ასევე დემონსტრანტებს პროტესტის მშვიდობიან ფორმებთან დაბრუნებისკენ მოუწოდა.
მიგრანტებთან დაკავშირებული პროტესტი ლოს-ანჯელესში 7 ივნისს დაიწყო მას შემდეგ, რაც ქალაქის მასშტაბით 44 ადამიანი დააკავეს, რომლებიც სახელმწიფოს მტკიცებით აშშ-ში არალეგალურად იმყოფებოდნენ. ეს ოპერაცია მკაცრად გააკრიტიკა ლოს-ანჯელესის მერმა კარენ ბასმა.
“ჩვენს საზოგადოებებში ამგვარი ტაქტიკა შიშს თესავს და ჩვენს ქალაქში უსაფრთხოების ფუნდამენტურ პრინციპებს არღვევს. ამას არ დავუშვებთ”, – თქვა ბასმა, რომელმაც აღნიშნა, რომ მომხდარის გამო აღშფოთებული იყო.
7 და 8 ივნისს საემიგრაციო სამსახურის თანამშრომლებსა დემონსტრანტებს შორის შეტაკებები ქალაქის სხვადასხვა რაიონში დაფიქსირდა.
ლოს-ანჯელესის პოლიციამ X-ზე დაწერა, რომ რამდენიმე პირი დააკავეს. ჯერჯერობით, დაკავებულთა შესახებ ზუსტი ინფორმაცია უცნობია.
ლოს-ანჯელესის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი უცხოეთში, ესპანურენოვან ქვეყნებშია დაბადებული.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – ვერავის მოჰყავს მაგალითი, რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ რუსული, მე კი უამრავი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო წინა ხელისუფლების მიერ სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე კომპანიების რუსებზე გასხვისების შესახებ

ლევან ხაბეიშვილი – კობახიძე-მდინარაძემ აიღო პასუხისმგებლობა ბიძინასთან, რომ რიჟვაძის საქმეს მიხედავენ – ელოდებიან მის გაუმჯობესებას, რათა სიცოცხლის სანაცვლოდ შესთავაზონ გარიგება, რომ ყველაფერი დააბრალოს ოპოზიციასა და ოპოზიციურ მედიებს

კახა კალაძე – ოჯახური ღირებულებების კანონთან დაკავშირებით იყენებენ ნაცად გეგმას, ქილიკით და ღლიცინით უნდათ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ – არც ამ კანონს და არც გამჭვირვალობის კანონს ვიზალიბერალიზაციასთან კავშირი არ აქვს