ტრამპმა ერდოღანს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საქმეში შუამავლობა სთხოვა – Hurriyet

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თურქეთის ლიდერ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ში კონფლიქტის მოგვარებაში შუამავლობის გაწევა სთხოვა. თავის მხრივ, ერდოღანმა -ს ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევაში დახმარება სთხოვა. თურქულმა გაზეთმა Hurriyet-მა აშშ-სა და თურქეთის პრეზიდენტებს შორის გამართული მოლაპარაკებების დეტალები შეიტყო.
თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ოფიციალურად განაცხადა, რომ და უკრაინის კონფლიქტის მოგვარების ერთობლივ ძალისხმევაზე შეთანხმდნენ. ერდოღანმა მოლაპარაკებებს პროდუქტიული უწოდა.
როგორც Hurriyet წერს, დონალდ ტრამპმა აღნიშნა ერდოღანის უნარი, აწარმოოს დიალოგი როგორც ს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, ასევე უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისთან, იუწყება „რია ნოვოსტი“.