ტრამპმა ევროპელ ლიდერებს უთხრა, რომ პუტინი ომის დასრულებისთვის მზად არ არის, რადგან ფიქრობს, რომ იმარჯვებს – WSJ

აშშ-ის პრეზიდენტმა რუს კოლეგასთან საუბრის შემდეგ ევროპელ ლიდერებს უთხრა, რომ არ არის მზად ომის დასრულებისთვის.
ამის შესახებ „უოლ სთრით ჯორნალი“ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
როგორც წყაროები აცხადებენ, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებს უთხრა, რომ კრემლის ხელმძღვანელი არ არის მზად დაასრულოს ომი ში, რადგან თვლის, რომ იმარჯვებს.
როგორც სტატიაშია ნათქვამი, სატელეფონო საუბარში მონაწილეობდა უკრაინის პრეზიდენტი , საფრანგეთის პრეზიდენტი , გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი და ევროკომისიის პრეზიდენტი .
ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრამდე, აცხადებდა, რომ მზად იყო ს წინააღმდეგ სანქციები დაეწესებინა, თუმცა, როგორც „უოლ სთრით ჯორნალი“ წერს, საუბრის შემდეგ დონალდ ტრამპმა შეცვალა აზრი, მაგრამ თქვა, რომ სურს სწრაფი პროგრესი.
როგორც წყაროები ამბობენ, მიუხედავად იმისა, რომ ახალი სანქციების დაწესებაზე დონალდ ტრამპის დარწმუნება ჯერ ვერ მოხერხდა, ევროპელმა ლიდერებმა დაინახეს, რომ უკრაინის შემდგომი მხარდაჭერის ძირითადი როლი მათზე გადადის. ამავე დროს, ისინი არ ფიქრობენ, რომ დონალდ ტრამპი შეწყვეტს უკრაინისთვის იარაღის ექსპორტს, სულ მცირე, იქამდე, ვიდრე ამისთვის ევროპა ან უკრაინა გადაიხდის.
1tv.ge