ტრამპმა დონბასში „თავისუფალი ეკონომიკური ზონის“ შექმნის იდეასთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა

ვმუშაობთ, რომ ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა სამშვიდობო შეთანხმებას ახლა მივაღწიოთ, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა.
ს განცხადებით, „რვა ომი დაასრულა და ფიქრობდა, რომ ყველაზე მარტივად დასასრულებელი რუსეთ-უკრაინის ომი იქნებოდა“.
„ვნახოთ, რა მოხდება. ვმუშაობთ იმაზე, რომ ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა შეთანხმებას ახლა მივაღწიოთ. მალე გავიგებთ“, – აღნიშნა -ის პრეზიდენტმა.
ასევე, დონალდ ტრამპმა დონბასში „თავისუფალი ეკონომიკური ზონის“ შექმნის იდეასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე უპასუხა, რომ ახლა ამის შესახებ კომენტარს არ გააკეთებდა.
„ეს ძალიან კომპლექსური სიტუაციაა. მაგრამ, ამან შეიძლება იმუშაოს და ბევრ ადამიანს სურს ნახოს მისი მუშაობა. მე მხოლოდ თვეში 25 000 ადამიანის სიკვდილის დასრულება მსურს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
www.interpressnews.ge