ტრამპმა დევიდ საქსს ჩააბარა ხელოვნური ინტელექტისა და კრიპტოვალუტის სფეროები

-ის პრეზიდენტად არჩეულმა დონალდ ტრამპმა დევიდ საქსი დანიშნა თავისი ადმინისტრაციის ახალ „ხელოვნური ინტელექტისა და კრიპტოვალუტის სფეროს“ ე.წ. „ცარის“ თანამდებობაზე. ამ ცნობას ავრცელებს Reuters-ი.
საქსი PayPal-ის ყოფილი მთავარი ოპერატიული დირექტორია. ახალ პოსტზე „ის იმუშავებს სამართლებრივი საფუძველის შექმნაზე, რათა “კრიპტოვალუტამ გამჭვირვალობა შეიძინოს და აყვავდეს -ში“ -დაწერა ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში.
ტრამპის მომხრეები ტექნოლოგიური სფეროდან ხელოვნური ინტელექტისა და კრიპტოვალუტის – ბიტკოინის მინიმალურ რეგულირებას უჭერენ მხარს და თვლიან, რომ გადაჭარბებული სახელმწიფო კონტროლი მოგუდავს ამ ინოვაციურ სექტორებს.
ტრამპი ადრე კრიპტოვალუტას თაღლითობად მიიჩნევდა მაგრამ შეიცვალა აზრი წინასაარჩევნო კამპანიის დროს. მან პირობა დადო, რომ აშშ-ს „კრიპტოვალუტის მსოფლიო დედაქალაქად გადააქცევს“ და აპირებს ბიტკოინის ეროვნული მარაგის შექმნას.
52 წლის დევიდ საქსი PayPal-ის ერთ-ერთი პირველი ხელმძღვანელი იყო. ის კრიპტოვალუტების ერთ-ერთი პირველი მხარდამჭერი იყო და 2017 წელს ინტერვიუში (CNBC) განაცხადა, რომ სჯერა ბიტკოინის ინტერნეტზე გავლენისა და მოელოდა, რომ შეიქმნება ახალი ტიპის ინტერნეტი, რომელსაც ზოგიერთები „დეცენტრალიზებულ ინტერნეტს ან ფულის ინტერნეტს უწოდებენ“.
აშშ-ის პრეზიდენტად ნოემბერში არჩნული ტრამპი თანამდებობას ოფიციალურად დაიკავებს გაისად იანვარში.

ასევე დაგაინტერესებთ

 არჩილ ჭავჭანიძე: ხვალ, სამებაში ვინც წარუძღვება ლიტურგიას, მას ერისა და ეკლესიის წინაშე აქვს პრინციპული ვალდებულება, რუსეთიდან “ მოვლენილ” ეგზარქოს და 80 კაციან დელეგაციას, ჩვენი პატრიარქი მოახსენებინოს როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი!

გიგი უგულავა – „ოცნების“ აშშ-თან „შეტენვის“ ოპერაცია გრძელდება, მას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ვენსი დაესწრება. აი, ნამდვილი მიზეზი, თუ რატომ გავარდა უწმინდესის დამკრძალავი კომისიის თავმჯდომარე უნგრეთში