ტრამპმა და პუტინმა უკრაინაში მიმდინარე ომზე მოლაპარაკების დაწყება განიხილეს

ამერიკის პრეზიდენტი ს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს 12 თებერვალს ტელეფონით ესაუბრა. მათ ში მიმდინარე ომის დასრულებისთვის მოლაპარაკების დაწყების საკითხი განიხილეს.
“ჩვენ ასევე შევთანხმდით, რომ ჩვენი გუნდები დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს. ჩვენ დავურეკავთ უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისაც, რათა მას ინფორმაცია მივაწოდოთ ამ საუბრის შესახებ, რასაც ახლავე გავაკეთებ”, – დაწერა დონალდ ტრამპმა სოციალურ მედიაში.
კრემლმა განაცხადა, რომ პუტინი და ტრამპი დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში საუბრობდნენ და ისინი ერთმანეთის ქვეყნების სტუმრობაზეც შეთანხმდნენ.
დონალდ ტრამპი ხშირად იმეორებს, რომ სურს უკრაინაში ომი სწრაფად დაასრულოს. თუმცა, ამის მიღწევის კონკრეტულ გზებზე ის არ საუბრობს.
ამ განცხადებიდან მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი ტრამპი პრეზიდენტ საც ესაუბრა. კიევში ზელენსკის ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტებმა დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ისაუბრეს. დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა:
“ვესაუბრე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსის. საუბარმა ძალიან კარგად ჩაიარა. მას, პრეზიდენტ პუტინის მსგავსად, სურს მშვიდობა. ჩვენ ომთან დაკავშირებით განსხვავებული საკითხები განვიხილეთ, მაგრამ ძირითადად ის შეხვედრა, რომელსაც პარასკევს ამერიკის დელეგაცია ვიცე-პრეზიდენტ ჯეისი ვენსისა და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს მეთაურობით გამართავს. ვიმედოვნებ, რომ ამ შეხვედრის შედეგები დადებითი იქნება. დროა დასრულდეს ეს აღმაშფოთებელი ომი, რომელმაც მოიტანა მასშტაბური და აბსოლუტურად არააუცილებელი სიკვდილი და განადგურება. ღმერთმა დალოცოს რუსეთისა და უკრაინის ხალხი”, – დაწერა დონალდ ტრამპმა.
12 თებერვალს გაკეთებულ ამ განცხადებამდე, შეერთებული შტატების ახალმა თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა თქვა, რომ უკრაინის მიერ 2014 წლამდე არსებულ საზღვრებამდე დაბრუნება არარეალისტურია და რომ ამერიკის ადმინისტრაცია ასევე არ მიიჩნევს ნატოში უკრაინის გაწევრიანებას ომის დასრულების გზად და გამოსავლად.
ბრიუსელში უკრაინის სხვა მოკავშირე ქვეყნების ლიდერებთან საუბრისას, ჰეგსეთის მიერ გაკეთებული ეს განცხადება, ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო და პირდაპირი საჯარო განცხადება იყო იმის თაობაზე, თუ როგორ ხედავს ამერიკის ახალი ადმინისტრაცია თითქმის სამწლიანი ომის დასრულებას.
“ჩვენ თქვენსავით გვსურს სუვერენული და აყვავებული უკრაინა. მაგრამ, უნდა დავიწყოთ იმის აღიარებით, რომ 2014 წლამდე არსებულ საზღვრებთან დაბრუნება არარეალისტური მიზანია”, – თქვა ჰეგსეთმა უკრაინის 40-ზე მეტი მოკავშირის შეკრებაზე ბრიუსელში.
“ამ წარმოსახვითი მიზნის მიყოლა მხოლოდ გააგრძელებს ომს და მეტ ტანჯვას გამოიწვევს”, – თქვა ამერიკის თავდაცვის მდივანმა.