ტრამპმა და ბაიდენმა თავ-თავიანთი პარტიების საპრეზიდენტო კანდიდატობა გაინაღდეს

აშშ-ის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, დემოკრატმა ჯო ბაიდენმა, და ყოფილმა პრეზიდენტმა, რესპუბლიკელმა დონალდ ტრამპმა, თავ-თავიანთი პარტიების ყრილობების დელეგატთაგან მიიღეს დაპირება, რომ ყრილობებზე, რომლებიც ზაფხულში გაიმართება, ოფიციალურად დაუჭერენ მხარს მათ კანდიდატურებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის.
ის, რომ ბაიდენი და ტრამპი ფავორიტები იყვნენ, პრაიმერიზის დაწყვებისთანავე ნათელი იყო, მაგრამ დელეგატების საჭირო რაოდენობა ფორმალურად უზრუნველყოფილ იქნა სამშაბათს რამდენიმე შტატში გამართულ კენჭისყრაზე. მნიშვნელოვანწილად ეს კენჭისყრები ფორმალური ხასიათის იყო, ვინაიდან ბაიდენისა და ტრამპის ყველა შედარებით სერიოზულმა კონკურენტმა მანამდე უკვე განაცხადა კანდიდატობისთვის ბრძოლიდან გასვლის შესახებ.
ტრამპმა სამშაბათს გამარჯვება მოიპოვა ჯორჯიაში, მისისიპიში, ვაშინგტონსა და ჰავაიზე. ვაშინგტონში, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის მეტოქე ნიკი ჰეილიმ უარი თქვა კენჭისყრაში მონაწილეობაზე, მას რესპუბლიკელთა 20%-ზე მეტმა დაუჭირა მხარი. სამშაბათის კენჭისყრებზე ბაიდენმა გაიმარჯვა ჯორჯიაში, მისისიპისა და ვაშინგტონში.
თეორიულად პარტიულ ყრილობებზე საპრეზიდენტო კანდიდატებად შეიძლება სხვა კანდიდატურებიც წამოაყენონ, მაგრამ ამის ალბათობა ძალზე მცირეა.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების უმრავლესობით, ტრამპი ამჟამად ოდნავ უსწრებს ბაიდენს იმ ადამიანებს შორის, რომლებიც მზად არიან, 5 ნოემბერს მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე პრემიერზე – „პერსონა ნონ გრატადაა“ გამოცხადებული, რადგან გააფუჭა საქართველოს ურთიერთობები დასავლეთთან – დავინახავ, პარლამენტში უმცირესობაში რომ დაჯდება ივანიშვილთან ერთად, როგორ იჭიკჭიკებს

TI, ეკა გიგაური, “აირჩიე ევროპა” და მისი დამფუძნებლები ანტიკორუფციულმა “საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად” ცნო – Netgazeti • ანტიკორუფციული ბიურო • ეკა გიგაური • რაჟდენ კუპრაშვილი • Netgazeti.ge