ტრამპმა დაადასტურა, რომ პუტინთან საუბარს სამშაბათს გეგმავს – Reuters

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს დაადასტურა, რომ პუტინთან საუბარი სამშაბათს ექნება.
ინფორმაციას reuters ავრცელებს.
„მე ვესაუბრები პრეზიდენტ პუტინს სამშაბათს. უამრავი სამუშაო ჩატარდა შაბათ-კვირას. ჩვენ გვინდა ვნახოთ, შევძლებთ თუ არა ამ ომის დასრულებას. შეიძლება ჩვენ შეგვიძლია, შეიძლება არ შეგვიძლია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი შანსი გვაქვს“, – ამბობს ტრამპი.