ტრამპმა დაადასტურა, რომ ამ კვირაში ზელენსკის შეხვდება

ამ კვირაში, 17 ოქტომბერს თეთრ სახლში დაგეგმილია შეერთებული შტატების და უკრაინის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპის და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა. ეს ტრამპმა მედიას 13 ოქტომბერს დაუდასტურა ეგვიპტეში ვიზიტის დასრულების შემდეგ პრეზიდენტის თვითმფრინავში გამართულ ბრიფინგზე.
პირველი ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტი ვაშინგტონში მიიწვია და შეხვედრა 17 ოქტომბერს გაიმართება, უკრაინულმა მედიამ 13 ოქტომბერს გაავრცელა აშშ-ში უკრაინის ელჩზე დაყრდნობით.
იმავე დღეს ეს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც დაადასტურა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, კაია კალასთან ერთად კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე, შემდეგ კი იგივე დაწერა სოციალურ ქსელებში.
ზელენსკის ვიზიტის წინ აშშ-ში გაემგზავრა უკრაინის სამთავრობო დელეგაცია.
უკრაინის პრეზიდენტმა 13 ოქტომბერს განაცხადა, რომ აშშ-ში ვიზიტისას მთავარი თემები იქნება უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება და რუსეთზე ზეწოლისთვის შორ მანძილზე დარტყმის შესაძლებლობები.
ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბრები შედგა 11 და 12 ოქტომბერს. ამერიკული მედიის ცნობით, ერთ-ერთი თემა იყო უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედების ამერიკული ფრთოსანი რაკეტების Tomahawk-ების შესაძლო გადაცემა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება