ტრამპმა განაცხადა, რომ არ უნახავს ეგვიპტის ალტერნატიული გეგმა ღაზასთან დაკავშირებით

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს საღამოს განაცხადა, რომ არ უნახავს წინადადება, რომელსაც არაბი ლიდერები განიხილავენ, როგორც ალტერნატივას მისი გეგმისა, რომელიც გულისხმობს ღაზის დაკავებას მას შემდეგ, რაც ჰამასსა და ისრაელს შორის ომი დასრულდება.
„მე არ მინახავს ის“, – განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტის შეკითხვაზე პასუხად, საპრეზიდენტო თვითმფრინავის, Air Force One-ის ბორტზე. „როდესაც ვნახავ, გაგაგებინებთ“, – დაამატა მან.
ტრამპმა ამ თვის დასაწყისში განაცხადა, რომ სურს თითქმის 2 მილიონი პალესტინელი გადაასახლოს მეზობელ იორსა და ეგვიპტეში. მისი თქმით, შეერთებული შტატები „დაიკავებს“ ტერიტორიას და მას „ახლო აღმოსავლეთის რივიერად“ გადააქცევს. ამას, არაბული ქვეყნებისგან უარყოფითი რეაქცია მოჰყვა.
ჯერ კიდევ უცნობია, რამდენად სერიოზულია ტრამპის ეს განცხადება, თუ ის უბრალოდ ცდილობს, არაბული სახელმწიფოებისგან გარკვეული დათმობების მიღებას. ამ კვირაში, ს პრინც მუჰამედ ბინ სალმანთან შეხვედრისას, -ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ მიანიშნა, რომ ეს შესაძლოა მხოლოდ მოლაპარაკებების ნაწილი იყოს და რეგიონულ ლიდერებს მოუწოდა, წამოეყენებინათ საკუთარი წინადადება.
საუდის პრინცი 21 თებერვალს, რიადში უმასპინძლებს ეგვიპტის, იორდანიისა და სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს წევრი სახელმწიფოების – ბაჰრეინის, ქუვეითის, ომანის, ყატარისა და არაბთა გაერთიანებული საემიროების – ლიდერებს, რათა განიხილონ ალტერნატიული გეგმები, მათ შორის ეგვიპტის წინადადება, რომლის მიხედვითაც ღაზის აღდგენის მიზნით, არაბული და სპარსეთის ყურის სახელმწიფოები სამი წლის განმავლობაში 20 მილიარდ დოლარს მოაგროვებენ. ამ გეგმის თანახმად, პალესტინელებს არ აიძულებენ ტერიტორიის დატოვებას.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბარამიძე – უკრაინის გამარჯვება საქართველოს გამარჯვებად მიგვაჩნია და დარწმუნებულები ვართ, რომ უკრაინა დაამყარებს სამართლიან მშვიდობას, ჩვენს რეგიონშიც მიეხედება პუტინს და უფრო მიეხედება პუტინის მეხუთე კოლონას საქართველოში

საქართველოს ელჩი თურქეთში – აქტიურად ვმუშაობდით თურქულ მხარესთან, რათა აღდგენილიყო პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსა და თურქეთის დედაქალაქებს შორის – მოხარულები ვართ, რომ ანკარაში, პრეზიდენტის ვიზიტის დროს საბოლოოდ გადაწყდა აღნიშნული საკითხი