აშშ-ში იმპორტირებულ ბრაზილიურ პროდუქტებზე დონალდ ტრამპმა 50%-მდე ტარიფები დააწესა.
ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მან ახსენა „კუდიანებზე ნადირობა“, რომელიც მისი მოკავშირის, ყოფილი ულტრა-მემარჯვენე პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს წინააღმდეგ არის მიმართული. ამ უკანასკნელს ამჟამად სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის ასამართლებენ. ეს ბრალდება ბოლსონარუს ბრაზილიის პროკურატურამ 15 ივლისს წაუყენა.
მოქმედი პრეზიდენტი ლულა ბრაზილიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გამოვიდა და ამერიკელი კოლეგის მუქარების მხარდამჭერებს „ქვეყნის მოღალატეები“ უწოდა. „ბრაზილიას მხოლოდ ერთი პატრონი ჰყავს. ეს არის ბრაზილიელი ხალხი“, – განაცხადა მან.
თავის მხრივ, ტრამპმა ხაზგასმით მოითხოვა, რომ ლულას მთავრობამ ბოლსონარუზე თავდასხმები შეწყვიტოს.
წყარო: 1tv.ge
